ეროვნული ფედერაციის კალათბურთის განვითარების პროგრამას სამეგრელოც შეუერთდა

ეროვნული ფედერაციის კალათბურთის განვითარების პროგრამას სამეგრელოც შეუერთდა

საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასა და სამეგრელოს კალათბურთის რეგიონალურ ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ შეიმუშავა კალათბურთის განვითარების გეგმა, რომელზეც  2 წელი მუშაობდა. ამ ხნის განმავლობაში აქტიურად მუშავდებოდა ის პრინციპები და დეტალები, რომლებიც რეგიონებში კალათბურთის განვითარებას უზრუნველყოფენ.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, მიხეილ გაბრიჩიძემ და სამეგრელოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა როლანდ გარუჩავამ.

მემორანდუმის ფარგლებში მხარეებს შორის იგეგმება თანამშრომლობა რეგიონში კალათბურთის განვითრებისა და მისი პოპულარიზაციის მხრივ. თანამშრომლობა მიზნად ისახავს რეგიონში სპორტის ამ სახეობაში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას, სახსრების მოზიდვასა და მათ რაციონალურად გადანაწილებას.