გიორგი გამყრელიძე – ახალგაზრდა ვეტერანი

გიორგი გამყრელიძე რუსთავული გუნდის ერთ–ერთი მთავრი ფიგურაა. არაერთხელ მას პირადად გადაუწყვიტავს თამაშსის ბედი. გამყრელიძე ახლაც მოტივირებულია და მესამე ჩემპიონობისთვის ემზადება

– რამდენი წელია, რაც პროფესიონალი კალათბურთელი ხარ?– საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში 16 წლიდან ვთამაშობ. ისე კი კალათბურთზე სიარული საკმაოდ ადრიანი ასაკიდან დავიწყე: სულ რაღაც 3 წლის ვიყავი.– ვინ იყო ბავშობაში შენი კუმირი და ვინ მოგწონს ახლა? – ყოველთვის მომწონდა ალან აივერსონი. საქართველოში კი აჩიკო ჟღენტი, დავით თორთლაძე. ევროპაში პრიჯინიო. –პირადი ცხოვრება თუ ახდენს გავლენას შენს თამაშზე? – პირადი ცხოვრება ყველა სპორტსმენის თამაშზე ახდენს გავლენას. როცა პირადი ცხოვრება არეული გაქვს, თამაშიც გიჭირს. – რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს შენთვის მაყურებელის დარბაზში ყოფნას? – მე პირადად ცარიელ დარბაზში არ მიყვარს თამაში. რუსთავში რა თამაშიც არ უნდა იყოს, დარბაზი ყოველთვის სავსეა. ამიტომაც ვართ ალბათ ასეთი ძლიერები. – კმაყოფილი ხარ შენი გუნდით? – მესამე წელია, ,,ენრჯი ინვესტში’’ ვთამაშობ, 2 წელიამ, ჩემპიონები ვართ. მოვიპოვეთ „საოცნებო“ საქართველოს თასიც, რომელიც რუსთავს აქამდე საერთოდ არასდროს მოუგია. ახლაც ჩემპიონობას ვგეგმავთ, ამის ყველა შესაძლებლობა გაგვაჩნია. შესაბამისად, უკმაყოფილების საფუძველიც არ მაქვს.– რამდენად ამბიციური ხარ? – ამბიციური ვარ ყველაფერში, ყოველთვის ვცდილობ საუკეთესო შედეგს მივაღწიო. – საზღვარგარეთ წასვლას არ გეგმავ? – ზაფხულამდე აქ ვარ, შემდეგ რა იქნება არ ვიცი.– რომელ მოთამაშეებს გამოარჩევ შენი გუნდიდან? – ჩამოთვლას არ დავიწყებ, არიან მოთამაშეები, რომლებთანაც თამაშის დროს თავს კარგად ვგრძნობ: ტუღუში, დიდია და ასე შემდეგ. – როგორი ურთიერთობა გაქვს მწვრთნელთან? – ძალიან კარგი, დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ. ნაკრებშიც და კლუბშიც ჩემი მწვრთნელია დავით უსტიაშვილი. – მოთამაშეებს ერთმანეთში როგორი ურთიერთობა გაქვთ?– მშვენიერი. გუნდი შეკრულია და კარგი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან.– თავისუფალ დროს როგორ ერთობი?– მეგობრები ვიკრიბებით, ღამის გართობაც მიყვარს. სასმელსაც მივირთმევთ ხოლმე, მაგრამ მაშინ, როცა რამდენიმედღიანი შესვენება გვაქვს.

                                                                                                                                   სალომე კლდიაშვილი