ილია ლონდარიძე და გივი ბაქრაძე კარიერას “ოლიმპში” გააგრძელებენ

ილია ლონდარიძე და გივი ბაქრაძე კარიერას “ოლიმპში” გააგრძელებენ

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრების ნაწილი, რომლებიც სუპერლიგაში თამაშობდნენ, კლუბებს იცვლიან. ილია ლონდარიძე, რომელმაც გასული სეზონი საკალათბურთო კლუბ “ქუთაისში” გაატარა, კარიერას “ოლიმპში” გააგრძელებს. 

ლონდარიძე გასულ სეზონში საშუალოდ 22:52 წუთს თამაშობდა და 12.6 ქულას, 6 მოხსნას და 1.8 პასს აკეთებდა. ილია ლონდარიძესთან ერთად მომავალ, 2021-2022 წლების სეზონში “ოლიმპის” ღირსებას დაიცავს გივი ბაქრაძე, რომელიც გასულ სეზონში “ვერაში” თამაშობდა. ბაქრაძის საშუალო სტატისტიკა ასეთი იყო: 31:44  წუთი, 11 ქულა, 5.4  პასი, 3.2 მოხსნა და 1.5 ჩაჭრა. 

ოლიმპმა სამ კალათბურთელს კონტრაქტები გაუხანგძლივა. კლუბის ღირსებას მომავალ სეზონში ნაკრების წევრი კახა ჯინჭარაძე, ლუკა კალატოზიშვილი და 20-წლამდელთა ნაკრების წევრი ლევან გოგიჩაიშვილი დაიცავს.