კაკტუსმა ბათუმს აჭარაში სძლია და ცხრილში გაუთანაბრდა

კაკტუსმა ბათუმს აჭარაში სძლია და ცხრილში გაუთანაბრდა

 სტატისტიკასუპერლიგის მე-10 ტური დღეს რეგიონებში დაიწყო. აჭარას
სათამაშოდ „კაკტუსი“ ეწვია და ადგილობრივ „ბათუმს“ 86:82 სძლია. ეს გუნდები ცხრილში
გვერდი-გვერდ არიან და მატჩის შედეგს ორივე მათგანისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

კაკტუსელებმა შედეგიანად დაიწყეს მატჩი და პირველი პერიოდი
22:18 მოიგეს, დიდი შესვენებისთვის კი უპირატესობა 12 ქულამდე გაზარდეს – 48:36. თბილისური
გუნდი შედეგიანად თამაშობდა როგორც უკანა, ისე წინა ხაზში. მასპინძლებმა მესამე პერიოდიდან
თამაში შედარებით გამოასწორეს და ჩამორჩენის შემცირება იწყეს. „ბათუმმა“ ათწუთეული
24:20 მოიგო და ბოლო პერიოდის დაწყებამდე ჩამორჩენა 8 ქულამდე შეამცირა.

აჭარული გუნდი ეცადა, საქმე გამოესწორებინა, მაგრამ
მაქსიმუმი, რაც მოახერხა, ჩამორჩენის შემცირება იყო. საბოლოოდ 86:82 – „კაკტუსმა“ იმარჯვა
და ცხრილში „ბათუმს“ გაუთანაბრდა. ორივე გუნდს 5 მოგება და ამდენივე წაგება აქვს.

„კაკტუსში“ 25 ქულითა და 16 მოხსნით ჯონ ფლოვიესი გამოირჩა.
ტაილერ უაიტმა თბილისურ გუნდს 22 ქულა შესძინა. 15 ქულა ჰქონდა ბექა ჩიკვილაძეს, ხოლო
ვატო ბააკაშვილმა 11 ქულა, 9 პასი და 8 მოხსნა მოაგროვა. „ბათუმში“ 22 ქულით ბომბარდირი
გახდა კახა ჯინჭარაძე. 16 ქულა იგორ კრივცოვმა მიითვალა, 13-13 ქულა კი ილია შემოსიუკმა
და ბესო ლეჟავამ დააგროვეს. კრისტოფერ პელჩერმა შეხვედრა ორმაგი დუბლით – 11 ქულითა
და 13 მოხსნით დაასრულა.
მატჩისშემდგომი კომენტარები
დავით უსტიაშვილი (ბათუმის მთავარი მწვრთნელი): ძალიან ცუდად დავიწყეთ, მოგვიანებით გამოვასწორეთ. ფაქტიურად არ გვივარჯიშია და ეს თამაშზეც აისახა. პრობლემები იყო, თუმცა უკვე ეს პრობლემა მოგვარდა. ბოლოს გვქონდა თამაშის საჩვენოდ შემოტრიალების შანსი, თუმცა ვერ გამოვიყენეთ. მივულოცავ კაკტუსს გამარჯვებას. 
 არჩილ ჟღენტი (კაკტუსის მთავარი მწვრთნელი): ვიცოდით, რომ ეს გასვლითი მატჩი რთული იქნებოდა ჩვენთვის. ბევრი მოთამაშე ტრავმირებული გვყავდა და ფაქტიურად 6 მოთამაშით ვითამაშეთ. მე ვიტყოდი, რომ ჩემი ბიჭები გმირები არიან. ვულოცავ მათ გამარჯვებას.