გალერეა„გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად“ – ეს გახლავთ
ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის დევიზი და სისხლი დღეს კალათბურთელებმა
გაიღეს. თბილისის ახალ სპორტის სასახლეში აღნიშნული სისხლის ბანკის მუშაკები მივიდნენ
და მოხალისე კალათბურთელებისგან სისხლი ჩაიბარეს.
კალათბურთის ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის ოფისში
ახალგაზრდული ნაკრების წევრ-კანდიდატები – ვილი ისიანი, ალექსანდრე ფევაძე, ნიკა ლეონიძე,
თორნიკე აბულაძე მოვიდნენ. სისხლის გასაღებად ფედერაციის ოფისს ესტუმრნენ სუპერლიგის
გუნდების წევრებიც – „ოლიმპის“ მწვრთნელ-მენეჯერი დავით როგავა და მოთამაშე გიორგი
გუგეშაშვილი, ასევე „კაკტუსის“ კაპიტანი ვატო ბააკაშვილი.
დონორობა გასწიეს აგრეთვე კალათბურთის ფედერაციის თანამშრომლებმა:
სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი
ზაბახიძემ, მწვრთნელთა კავშირის წარმომადგენელმა
გაგი კვერენჩხილაძემ და ეროვნული ნაკრების
პრეს-ატაშე ირაკლი პერტაიამ.
კალათბურთის ფედერაციისა და ნატალია კვანტალიანის სახელობის
სისხლის ცენტრალური ბანკის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, რომელშიც სხვადასხვა
კლუბებისა თუ ნაკრებების მოთამაშეებთან ერთად საკალათბურთო საზოგადოების წევრებიც ჩაერთვებიან.