კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მადლობა ყველა გულშემატკივარს და მხარდამჭერს!

კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მადლობა ყველა გულშემატკივარს და მხარდამჭერს!

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ქალაქ ბარში მონტენეგრო
დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის F ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა.
ამით, საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე
ასპარეზობის უფლება.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია და ეროვნული
ნაკრების ხელმძღვანელობა მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანსა თუ კომპანიას, რომელიც
გვერდში ედგა და ქომაგობდა ჩვენს ეროვნულ გუნდს. დიდი მადლობა სპონსორებსა და პარტნიორებს
– „საქართველოს რკინიგზას“, კომპანია „ბორჯომს“, „ჰიუნდაის“, „პე-ეს-პეს“,
„სნეპ-ფიტნესს“ და აუდიტორულ კომპანია „ცოდნისას“. განსაკუთრებული მადლობა კალათბურთის
ფედერაციის მხარდამჭერ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ქალაქ თბილისის
მერიას და რაღა თქმა უნდა, მას-მედიის წარმომადგენლებს.

ერთიანი ძალებითა და მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული
ნაკრები კიდევ ერთხელ გავიდა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, სადაც მეოთხეჯერ
დაიცავს ჩვენი ქვეყნის პრესტიჟისა და ღირსებას.

ყველას ერთად, წინ კიდევ უფრო დიდი გამარჯვებები გველის!