კოტე ტუღუში: კაპიტანი, მწვრთნელი, მეოჯახე

კოტე ტუღუში: კაპიტანი, მწვრთნელი, მეოჯახე

კოტე ტუღუშის დევიზია: “იყოს პირველი ყვალგან და ყოველთვის”. 24 წლის კალათბურთელი რუსთავული „ენერჯის“ კაპიტანია, ირიცხება საქართველოს ნაკრებში და სუპერლიგაში ერთ–ერთ წარმატებულ მოთამაშედ ითვლება.

კოტე ტუღუში არ წყვეტს მუშაობას საკუთარ თავთან, რადგან თვლის, რომ შრომა წარმატების საწინდარია და მხოლოდ თავდაუზოგავი მუშაობითაა შესაძლებელი სასურველის შედეგის რეალობად ქცევა…– გაგვიმხილე შენი გუნდის, ”ენერჯი ინვესტის” წარმატების რეცეპტი…– „ენერჯი“ ლიდერია, რაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვით როგორც მოთამაშეებს, ასევე მწვრთნელებს, ექიმებს, გუნდის პრეზიდენტს და სხვა ხელმძღვანელებს. . .ბოლო სამი წლის მანზილზე ჩემპიონები ვართ და ეს დიდი მუშაობისა და ძალისხმევის შედეგია. . . –  რა ასაკიდან თამაშობ კალათბურთს? – ჩემი კალათბურთელად ჩამოყალიბება საკმაოდ უცნაურად მოხდა. ჩემი და დადიოდა კალათბურთზე და 10 წლის ასაკში მისი გავლენით მოვხვდი საკალათბურთო კლუბ “შევარდენში”. ორი წელი იქ ვითამაშე, შემდეგ კი “ვითაში” გადავედი, სადაც ექვსჯერ გავხდით ჩემპიონები.– ბევრ გუნდში გითამაშია?– ტექნიკურ უნივერსიტეტში ვსწავლობდი და შესაბამისად ამ სასწავლებლის გუნდშიც ვთამაშობდი. შემდეგ წავედი სლოვენიაში, სადაც 2 წელი ვითამაშე კლუბ “სლოვანში”. 2 წელიც ირანში გავატარე , შემდეგ კი ოჯახური მდგომარეობის გამო საქართველოში დავბრუნდი და “ავიამშენში” ჩავირიცხე. გავხდი საქართველოს ჩემპიონი. შემდეგ (2006) წელს „ენერჯიში“ გადავედი, რომელმაც პირველად მოიპოვა საქართველოს ჩემპიონობა. 2007-08 წლებში კვლავ „ავიაში“ ვთამაშობდი, სადაც ვერცხლის მედალი მოვიპოვე და ამ სეზონიდან ისევ რუსთავის გუნდში დავბრუნდი – ამჯერად, კაპიტნის ამპლუაში. გუნდების ასე ხშირად ცვლის მიზეზი, რასაკვირველია, პირობებია. საქართველოში კლუბებს ფინანსურად არასდროს ულხინდათ მცირე გამონაკლისების გარდა და ცხადია, შემოთავაზებებიც არ იყო მრავალფეროვანი. 

– სად არჩევდი თამაშს, საქართველოში თუ საზღვარგარეთ?– სამშობლოში თამაშს არაფერი სჯობს და ამასთანავე სასიამოვნოა, რომ ვემსახურები ეროვნული ჩემპიონატის, სუპერლიგის განვითარებას.– შენ სუპერლიგის ბოლო სეზონების საუკეთესო მოთამაშედ დაგასახელეს. რამდენად რთულია სუპერლიგის საუკეთესო კალათბურთელისთვის ჩემპიონი გუნდის კაპიტნობა და თუ იმსახურებ “საუკეთესოს” ტიტულს ?– მყავს ძლიერი კონკურენტები, მაგრამ ყოველთვის მექნება პრეტენზია, ვიყო პირველი. ჯერჯერობით ეს გამომდის კიდეც. . . ბოლო სამი წელია სუპერლიგის საუკეთესო მოთამაშედ ვსახელდები და რახან ასეა, ვფიქრობ, ვიმსახურებ კიდეც. . . რთულია ენერჯის კაპიტნობა, რადგან შენგან ყველა და ყოველთვის მაქსიმუმს მოელის. ვფიქრობ, ჩემი თამაში რუსთავული გუნდისთვის საკმაოდ ფასეულია, თუნდაც იმიტომ, რომ სულ ახლახან მოვიგეთ საქართველოს თასი, რომელიც „ენერჯის“ აქამდე არასდროს მოუპოვებია და ამ ტურნირზეც საუკეთესოდ დამასახელეს. საქართველოში პირველობის გარდა ჩვენი მიზანია ევროპულ სარბიელზე გასვლა და საერთაშორისო ტურნირებზე ჩვენი გუნდის და ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენა.– რამდენად წარმატებულად თვლი შენს თამაშს საქართველოს ნაკრებში?– ნაკრებში საკაოდ ძლიერი და გამოცდილი კალათბურთელების გვერდით მიწევს თამაში. . . რასაკვირველია იქაც მაქვს ჩემი ამბიციები, თუმცა დროებით მათი უკანა პლანზე გადაწევა მიხდება.– რომელ გუნდს მიიჩნევ “ენერჯი ინვესტის” ღირსეულ მეტოქედ?– „ავიამშენი“ აქტიურად გვეცილება პირველობაში, თუმცა არანაკლებ ძლიერი გუნდები არიან „ნტდ–თბილისი“, „სასოფლო“ . . . მაგრამ მთავარ მეტოქედ მაინც „ავიას“ მივიჩნევ. . .– რას გვეტყვი სუპერლიგაზე, აქ არსებულ დონესა და კონკურენციაზე?– არსებული კრიზისისა და პოლიტიკური მდგომარეობის მიუხედავად, კალათბურთის ფედერაციისა და კლუბების ძალისხმევით მართალია, ნელი ტემპით, მაგრამ სუპერლიგა მაინც ვითარდება. წინა წლებთან შედარებით, კონკურენცია წელს უფრო გამძაფრებულია.– სუპერლიგის ახალი საიტის პრეზენტაციაზე მიწვეულ სტუმართა შორის შენც იყავი. . . გაგვიმხილე შთაბეჭდილებები. . .– ვფიქრობ, ამ საიტის შექმნა აუცილებელი იყო, რადგან ის ქართული კალათბურთის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. ახალგაზრდობის უმეტესობა დიდ დროს ინტერნეტში ატარებს, ეს საიტი კი მათ დიდ დახმარებას გაუწევს, მიიღონ ახალი და ცხელ-ცხელი ინფორმაციები ქართული კალათბურთის შესახებ. განსაკუთრებით აღსანიშნავია სტატისტიკის მთვლელი პროგრამის შექმნა, რისი მეშვეობითაც ისეთივე წარმოდგენა გვექმნება ქართულ კალათბურთზე, როგორც, დავუშვათ იტალიელ, ესპანელ ან ნებისმიერი განვითარებული ქვეყნის ქომაგებს საკუთარი ჩემპიონატის შესახებ. ამ პროგრამის დახმარებით ნებისმიერი სტატისტიკური მონაცემია ხელმისაწვდომი, რისი შესაძლებლობაც აქამდე არ არსებობდა.– აქტიურ სპორტს შენ მწვრთნელობასაც უთავსებ. ეს უთუოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს. . . – მწვრთნელობა უფრო ჩემი მომავლის პროფესიაა, თუმცა წელს 30-ე სკოლის ბაზაზე გაიხსნა საკალათბურთო სექცია, სადაც 1999-2000 წლებში დაბდებულ ბავშვებს ვასწავლი თამაშს. საკაოდ მონდომებული და ნიჭიერი თაობა მოდის, რაც ქართველებს არც არასდროს გვაკლდა. მე მათ ვურჩევ, სუპერლიგის ახალი საიტს ხშირად ესტუმრონ და გაითავისონ, რომ მათი თითოეული წარმატება შეუმჩნეველი არავისთვის დარჩება. ეს დიდი სტიმული იქნება პატარებისთვის და მჯერა, რომ ისინი მეტი მშომისმოყვარეობით მოეკიდებიან ამ მართლაც საუკეთესო სპორტის სახეობას.– შენ რატომ გიყვარს ეს თამაში, რომელი კალათბურთელი იყო შენი კუმირი?– მაიკლ ჯორდანი განუმეორებელია. მე რომ კალათბურთის ანაბანას ვსწავლობდი, ჯორდანი მაშინ თავისი კარიერის პიკზე იყო და მეც მისით ვიყავი მოხიბლული. საქართველოშო კი ვატო ნაცვლიშვილის, ვლადიმერ ბოისას, ვაკო ბეჟანიშვილის თამაშებით გავიზარდე და უდიდეს პატივს ვცემ თითოეულ მათგანს.– დაბოლოს, განტვირთვის საუკეთესო საშუალებად რას მიიჩნევ?– დროს ყველაზე სასიამოვნოდ ოჯახურ გარემში ვატარებ. არ მიყვარს კლუბური, ხმაურიანი დასვენება. უპირატესობას ცოლ–შვილთან ერთად ქალაქგარედ გასვლას ან უბრალოდ სახლში, მათთან ერთად ყოფნას ვანიჭებ.                                                                                                                                                                       ანა მახარაშვილი