ლიტვის დამარცხებით 3×3 კალათბურთის 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა

ლიტვის დამარცხებით 3×3 კალათბურთის 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა

 LIVE! საქართველო 3X3 კალათბურთელთის 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. რამდენიმე წუთის წინ დასრულებულ მატჩში ქართველებმა ლიტვას სძლიეს და კონტინენტის  დაეპატრონნენ. მეოთხედფინალურ მატჩში ჩვენმა ნაკრებმა ბალტიისპირელები 18:12 დაამარცხა და ნახევარფინალის საგზურთან ერთად ევროპირველობის ფინალური ეტაპის საგზურიც მოიგო.

შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციო ტურნირი უნგრეთის ქალაქ შოლნოკში მიმდინარეობს, სადაც თავი 12-მა ნაკრებმა მოიყარა და საუკეთესო 4 მათგანი ევროპირველობის ფინალური ეტაპის საგზურს მოიპოვებს. პირველი ნახევარფინალისტი და შესაბამისად, კონტინენტის პირველობაზე გასული გუნდი საქართველოა, რომელმაც ჯგუფში ჰოლანდია და სლოვაკეთი დაამარცხა, პირველ ადგილზე გავიდა და მეოთხედფინალში ლიტველებს სძლია.
ნიკა ლოლიშვილის, ნიკა წირღვავას, დავით აფხაზავასა და გიორგი კორსანტიას შემადგენლობით საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში ჩეხეთს შეხვდება, რომელმაც მეორე მეოთხედფინალში საფრანგეთს 21:17 აჯობა. მთავარი მიზანი მიღწეულია, საქართველომ ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა და ახლა ჩვენები საკვალიფიკაციო ეტაპზე მაქსიმალურად მაღალი ადგილის დასაკავებლად იბრძოლებენ.
დარჩენილ მეოთხედფინალებში უნგრეთი ანდორას, ბელგია კი ჩეხეთს შეხვდება. საქართველოსა და ჩეხეთის ნახევარფინალური მატჩი კი თბილისის დროით 20:40 საათზე დაიწყება და მისი ნახვა Youtube-ის წარმოდგენილ არხზე შეგეძლებათ.