მაქაბი – ოლიმპი წინასამატჩო პრესკონფერენცია

მაქაბი – ოლიმპი წინასამატჩო პრესკონფერენცია

 გალერეა

მეორე ტურის მომდევნო
შეხვედრაში ერთმანეთს ,,მაქაბი’’ და ,,ოლიმპი’’ შეხვდებიან. თამაშის დაწყებამდე გუნდების
მწვრთნელებმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

მიხეილ ხუხაშვილი(,,მაქაბის’’ მწვრთნელი):
ძალიან  გვინდა გამარჯვება, თუმცა ნაკლებად
შესაძლებელია, რომ ეს მოვახერხოთ. ბიჭები ბოლომდე იბრძოლებენ და დღეს სასტარტო ხუთეულში
სამივე რევაზაშვილი იქნება. 3 ძმა ხუთეულში, ალბათ, კალათბურთის ისტორიაში არავის ახსოვს.
ეს ჩვენთვის საამაყოა.

დავით თორთლაძე(,,ოლიმპის’’ მთავარი მწვრთნელი): ,,მაქაბი’’ ერთადერთი გუნდია,
რომელსაც პირველ წრეში მოვუგეთ. საქართველოს თასის გათამაშებისას კიდევ 2-ჯერ დავამარცხეთ
ისინი და ამიტომ ვთხოვ ბიჭებს მაქსიმალურად დაიხარჯნონ და არ მოდუნდნენ. ,,მაქაბი’’
უფრო მოთამაშეების გაზრდაზეა ორიენტირებული , ვიდრე ჩემპიონატში შედეგის ჩვენებაზე,
ჩვენც ვცდილობთ, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მოთამაშეების გაზრდას. ასე რომ,  დღეს ორი აუტსაიდერი გუნდი თამაშობს და ალბათ, ორივე
მაქსიმალურად დაიხარჯება.