ჯამლეტ ხუხაშვილი (მაქაბის მთავარი მწვრთნელი): ჩვენი გუნდის პროგრამა
ყველას კარგად მოეხსენება. მოგება, რა თქმა
უნდა, კარგია, მაგრამ რეალურად უნდა შევაფასოთ სიტუაცია. ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი სეზონის დასაწყისში
იყო შსს აკადემიასთან, რომელსაც თანაბრად ვეპაექრეთ და სადაც თავი მაიზერ რევაზაშვილმა გამოიჩინა. დღევანდელ თამაშს ვიცით ვერ მოვიგებთ,
თუმცა ჩვენი მიზანია რომ 35-40 წუთამდე სათამაშო დრო მივცეთ რევაზაშვილებს და ფერიაშვილს.
ქუთაისთან შედარებით ნაკლები სხვაობით დამარცხებაც
მისასალმებელია, მაგრამ ჩვენთვის მთავარია რომ სამივე რევაზაშვილმა მიიღოს მონაწილება
ამ შეხვედრაში. ეს ჩვენს გუნდს უნიკალურობას ანიჭებს.აღსანიშნავია, რომ შერმადინთან
ერთად ჩემპიონატში მეხუთე ადგილს არ ავცილებილვართ, მაგრამ ის გაიზარდა ინდივიდუალურად
და საქართველოს ნაკრებს გამოადგა. ასეთივე
მოლოდინი გვაქვს ამ ბავშვების მიმართ.
მედეა მხეიძე (ქუთაისის მწვრთნელი): პირველ წრეში ჩვენი
დიდი უპირატესობით დამთავრდა მაქაბთან შეხვედრა, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს. ყველა მოწინააღმდეგე
უნდა მივიღოთ როგორც თანაბარი ძალის მეტოქე. ბოლო ორი მატჩში ვერ ვაჩვენეთ ის თამაში,
რასაც მაყურებელი ჩვენგან ელოდება, ამიტომ დღევანდელი თამაში მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ
და ჩვენი შეცდომები გამოვასწოროთ. წინ რთული პერიოდი გველიდება და ცოტა დაძაბული გრაფიკიც გველის.