სტატისტიკა გალერეა
საქართველოს
23-ე ეროვნული ჩემპიონატი დღეს სპორტის სასახლეში “მაკაბი” – “შსს აკადემიის”
მატჩით დაიწყო. სუპერლიგის 2013-14 წლებში სეზონის პირველივე მატჩი ძალიან დაძაბული
და საინტერესო გამოდგა. უმაღლეს ლიგაში 3-წლიანი შესვენების შემდეგ დაბრუნებულმა
“მაკაბიმ” ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა
გამარჯვების მოპოვება ვეღარ მოახერხა.
წინა
სეზონისგან განსხვავებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი ლეგიონერების გარეშე ასპარეზობს.
შსს-ელებმა რამდენიმე დღის წინ დავით უგრეხელიძე დაიმატეს, რომელმაც დღევანდელ მატჩში
ღირსეულად შეცვალა აკადემიელთა ტრავმირებული ცენტრი ილია ლონდარიძე.
პირველი
მეოთხედი აკადემიელებმა 18:10 მოიგეს, რის შემდეგაც “მაკაბიმ” თამაში გამოასწორა
და ჩამორჩენას მეთოდურად ამცირებმა. გიორგი ფერიაშვილმა და ლევან რევაზაშვილმა შედეგიანი
თამაშით მაკაბელებს ბოლო წუთებზე მატჩის მოგების შანსი უბოძეს. ყველაფერი ბოლო წუთზე
გადაწყდა – აკადემიელებმა კონცენტრაცია ბოლომდე შეინარჩუნეს და პირველი გამარჯვება
იზეიმეს – 87:83.
გამარჯვებულებს
22 ქულით ბექა ჩიკვილაძემ ულიდერა, მისმა თანაგუნდელმა მერაბ ბოქოლიშვილმა კი 20 ქულა
და 6 პასი მიითვალა. რევაზ როგავას ანგარიშზე 15 ქულა და 9 პასი დაგროვდა. მაკაბელთა
რიგებში 27 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო გიორგი ფერიაშვილი იყო, ლევან რევაზაშვილმა
კი თავის გუნდს 22 ქულა შესძინა.
მაკაბი – შსს აკადემია 83:87