მარკოიშვილმა “მაკაბის” 71 ქულა და 11 სამიანი ჩაუგდო

მარკოიშვილმა “მაკაბის” 71 ქულა და 11 სამიანი ჩაუგდო

თსუ-ს ფორვადრმა გიორგი მარკოიშვილმა მიმდინარე და არაერთი სეზონის რეკორდი დაამყარა – მე-15 ტურის მატჩში “მაკაბის” 71 ქულა ჩაუგდო. ეროვნული ჩემპიონატების ისტრიაში 70-ქულაინი ბარიერი აქამდე ერთარედრთხელ გადაულახავთ:

90-იანი წლების შუაში დინამოელმა დავით ჩიქოვანმა 74 ქულა ჩააგდო.მარკოიშვილმა დღევანდელ მატჩში სასწაული შედეგიანობა გამოიჩინა: 22 ცდიდან 11 სამქულიანი ჩააგდო, რასაც 23-დან 16 ორიანი და 6-დან 6 საჯარიმო მოაყოლა და ჩიქოვანის რეკორდამდე სულ ცოტა დააკლდა. აღსანიშნავია, რომ მარკოიშვილმა ბოლო მეოთხედში 40 ქულა დააგროვა.ამავე შეხვედრში დამყარდა კიდევ არაერთი რეკორდი: თსუ-ელმა შიო ხეცურიანმა 18 პასი მიითვალა, რაც არასდროს მომხდარა მას შემდეგ, რაც საქართველოში სტატისტიკის პროგრამული აღრიცხვა დაიწყეს (2005 წლიდან). საამსეზონოდ რეკორდულია ამ შეხვედრაში როგორც ერთი გუნდის მიერ დაგროვებული, ასევე მატჩში ქულების საერთო ოდენობა – თსუ-მ “მაკაბის” 151:83 მოუგო.თსუ-ს უპირატესობა იმდენად დიდი იყო, რომ გამარჯვებულის ვინაობა მალევე გაირკვა და მარკოიშვილმა პირადი სტატისტიკის გამდიდრებაზე იწყო ფიქრი, რაც კარგადაც გამოუვიდა. მოედნიდან გამოსულმა სუპერბომბარდირმა მერეღა შეიტყო, რომ ჩემპიონატების აბსოლუტურ რეკორდამდე 3 ქულა დააკლდა და თქვა, არ ვიცოდი ამის შესახებ, თორემ აუცილებლად გავაუმჯობესებდიო. 
რაც შეეხება ტურის ცენტრალურ მატჩს, ის ისე დამთავრდა, როგორც მოსალოდნელი იყო. ცხრილის ზედა ეშელონში მყოფმა „ავიამშენმა“ დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა აუტსაიდერ „დინამოსთან“. ზაზა ცაგარეიშვილის გუნდი ყველანაირად ეცადა, წინააღმდეგობა გაეწია „ავიატორებისთვის“, თუმცა ვერაფერი მოუხერხა გონივრულად მოთამაშე ირაკლი ბერიშვილს, რიჩარდ მათიაშვილს, გიორგი ნიკოლაძეს და მათ თანაგუნდელებს.