სანაკრებო ფანჯრის წინ სუპერლიგის მე-19 ტურს თბილისი და რუსთავი მასპინძლობს. ოლიმპიურ სასახლეში დღეს დაგეგმილი 3 მატჩიდან ერთი უკვე დასრულდა. ბოლო ადგილზე მყოფმა “სოხუმმა” ნარნეულის “დელტას” უმასპინძლა და უშანსოდ – 75:97 დამარცხდა, რითაც სუპერლიგაში დარჩენის შანსები კიდევ უფრო შეიმცირა.
სოხუმელებს მიმდინარე ჩემპიონატში მხოლოდ 1 მოგება აქვთ და სეზონის მსვლელობისას არაერთო ტრანსფერი განახორციელეს ოპტიმალური შემადგენლობის ძიებაში, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეს. “მარნეული” ლიდერთა რიცხვს არ განეკუთვნება და თუკი სუპელრიგაში დარჩენის ამბიცია ჰქონდა, სოხუმს “დელტა” უნდა დაემარცხებინა, მაგრამ თემურ კანკიას გაწვრთნილმა ქვემოქართლურმა გუნდმა შესანიშნავად ითამაშა, განსაკუთრებით მეორე ნახევარში და შეხვედრა 22 ქულის სხვაობით მოიგო.
“მარნეულს” 22 ქულით დეანდრე რეიმ ულიდერა. 21 ქულა და 6 პასი ნიკოლას ნილმა მიითვალა, არტიომ შვეცის ანგარიშზე კი 17 ქულა და 9 მოხსნა დაგროვდა. “სოხუმში” 18 ქულით ბიშოპ დენიელსი გამოირჩა. სერგო ათუაშვილის ანგარიშზე კი 16 ქულა და 9 მოხსნა დაგროვდა.
გია კაზანჯიანი, სოხუმის მთავარი მწვრთნელი:
“წაგების მიზეზი ის გახლავთ, რომ მარნეული ჩვენზე კარგი გუნდია და მათ სათანადო წინააღმდეგობა ვერ გავუწიეთ. ამ წაგებით ფაქტობრივად დავკარგეთ სუპერლიგაში დარჩენის შანსი, რაც ძალიან სამწუხაროა, თუმცა დარჩენილ მატჩებში მაქსიმუმს ვეცდებით”.
თემური კანკია, მარნეულის მთავარი მწვრთნელი:
“გუნდმა კარგად ითამაშა, რამაც იმანაც შეუწყო ხელი, რომ წინა შეხვედრაში, რომელიც რუსთავში წავაგეთ, რამდენიმე მოთამაშემ მიკროტრავმების გამო დაისვენა. მართალია, სოხუმი აუტსაიდერია, მაგრამ მასთან მოგება ძალიან საჭირო იყო და მადლობა ჩვენს ბიჭებს, მაქსიმუმი რომ გაიღეს”.
სოხუმი – მარნეული
სტატისტიკა: 75:97