სტატისტიკა
გალერეასუპერლიგის მე-9 ტური დასრულდა. სამი დაძაბული მატჩის
შემდეგ შედარებით მშვიდობიანად დასრულდა „დინამოსა“ და „რუსთავის“ დაპირისპირება. ირაკლი
ხოშტარიას გაწვრთნილმა დინამოელებმა ქვემო ქართლურ გუნდს 11 ქულის სხვაობით –
86:75 მოუგეს.
ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ „რუსთავისა“ და „დინამოს“
მატჩიც დაძაბული ფინალით უნდა დასრულებულიყო, თუმცა არ გამართლდა. „დინამომ“ ამაღლებულად
ჩაატარა დასკვნითი წუთები და შეხვედრა ისე დასრულდა, ვითარება არ დაძაბულა.
საკვანძო სამქულიანი ჩააგდო დინამოელთა ნომინალურმა
ცენტრმა გიორგი შარაბიძემ, რომელმაც შეხვედრის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე შორი
სროლით თავისიანები 8 ქულით დააწინაურა და შეხვედრის ბედი გადაწყვიტა. შარაბიძე მატჩის
საუკეთესო მოთამაშე გახლდათ, რომელმაც თითქმის შეუცვლელად – 36:26 წუთი ითამაშა და
შეხვედრა 31 ქულითა და 14 მოხსნით დაასრულა. მის კვალზე 16 ქულა დააგროვა გრიგოლ შვანგირაძემ,
ხოლო ამერიკელი მაკალპის ანგარიშზე 14 ქულა დაგროვდა.
ამით სუპერლიგის მეტად დაძაბული მე-9 ტური დასრულდა.
მომდევნო ტურის მატჩები შუა კვირაში, 15-16 დეკემბერს გაიმართება.
მატჩისშემდგომი კომენტარები
მიხეილ ბერუაშვილი(„რუსთავის“
მთავარი მწვრთნელი): გადამწყვეტ მომენტში ვერ მოვახერხეთ მობილიზება და
დასანანი მატჩი დავთმეთ. წაგებები მოგვიმრავლდა და ეს უკვე ძალიან საგანგაშოა. ვიცით,
რაში გვაქვს პრობლემა და ვმუშაობთ მის გამოსწორებაზე. იმედი მაქვს, სიძნელეებს მალე
დავძლევთ და იმ რიტმს დავუბრუნდებით, რუსთავს რომ ეკადრება“.
ირაკლი ხოშტარია
(დინამოს მთავარი მწვრთნელი): ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი
გამარჯვება მოვიპოვეთ. შეცდომები ბუნებრივია გვქონდა, თუმცა,
ვფიქრობ 1-ელი წრის მატჩებთან შედარებით ნელ-ნელა ჩვენი ხარვეზები მცირდება. გავაგრძელებთ მუშაობას და იმედია სათანადო
შედეგსაც მივაღწევთ, ჩემპიონატში ჯერ ყველაფერი წინაა. რუსთავის გუნდს წარმატებას ვუსურვებ.