მორიგი წინასასეზონო შეხვედრა სუპერლიგაში მონაწილე გუნდებთან

მორიგი წინასასეზონო შეხვედრა სუპერლიგაში მონაწილე გუნდებთან

დღეს, სპორტისა
და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სათათბირო დარბაზში სუპერლიგის ხელმძღვანელობისა
და მომავალ სეზონში მონაწილე გუნდების მორიგი შეხვედრა გაიმართა. 

კლუბების წარმომადგენლებმა
და სუპერლიგის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ზაბახიძემ იმ საკითხებზე ისაუბრეს,
რაზეც წინა შეხვედრისას, 29 აგვისტოს.

კონკრეტულ საკითხებზე
ამჯერად უფრო შეჯერებული საუბარი გაიმართა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ყველა მათგანზე
არ მიღებულა. ანალოგიური შეხვედრა კიდევ ერთხელ გაიმართება, რის შემდეგაც საბოლოო გადაწყვეტილებები
იქნება მიღებული  სუპერლიგის მომავალი სეზონის
ჩატარებასთან დაკავშირებით. განისაზღვრება ჩემპიონატის ორგანიზებისთვის საჭირო ყველა
დეტალი, რომლის მიხედვითაც ჩატარდება 2013-14 წლების გათამაშება.

მორიგი შეხვედრის
თარიღი მოგვიანებით დადგინდება.