დღეს,
სასტუმრო რედისონში მსაჯთა კორპუსის წინასასეზონო შეკრება გაიმართა.
საქართველოს კალათბურთის მსაჯთა კავშირის ხელმძღვანელობა სუპერლიგისა და
ასაკობრივი ლიგების მომსახურე არბიტრებს, კომისრებს და მსაჯ-მდივნებს შეხვდა, რის
დროსაც სხვადასხვა საჭირბოროტო თემის განხილვასთან ერთად, მსაჯებს სემინარი
ჩაუტარდათ.
შეხვედრა
მსაჯთა კავშირის პრეზიდენტმა, როლანდ ხომერიკმა გახსნა, რის შემდეგაც მსაჯთა
ინსრტუქტორმა, ფიბა-ს არბიტრმა მაკა კუპატაძემ სემინარი ჩაატარა. სპეციალურად
დამონტაჟებული ვიდეო-რგოლების მეშვეობის მსაჯებმა მრავალი საკამათო მომენტი ნახეს
და საჯაროდ გაარჩიეს.
მაკა
კუპატაძის შემდეგ მსაჯებს, მდივნებს და კომისრებს სემინარი ჩაუტარა კალათბურთის
ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, ფიბა-ს კომისარმა, მერაბ რატიშვილმა, რომელმაც
იმ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებზეც მატჩის მომსახურე პერსონალს
მაქსიმალური ყურადღების გამოჩენა მართებს.
ხვალ,
საკალათბურთო აკადემიის დარბაზში სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების არბიტრები
სპეციალურ გამოცდებს ჩააბარებენ.