მსაჯთა კავშირმა წინასასეზონო სამუშაო შეხვედრა გამართა

მსაჯთა კავშირმა წინასასეზონო სამუშაო შეხვედრა გამართა

კალათბურთის მსაჯთა კავშირის ხელმძღვანელობა დღეს სუპერლიგისა
და ასაკობრივი ლიგების მომსახურე მსაჯთა კორპუსს შეხვდა. სპორტისა და ახალგაზრდობის
საქმეთა სამინისტროში თავი მსაჯებმა, მდივნებმა, კომისრებმა და მსაჯ-ინფორმატორებმა
მოიყარეს, რომლებსაც მსაჯთა კავშირის პრეზიდენტი როლანდ ხომერიკი, აღმასრულებელი დირექტორი
პაატა ლობჟანიძე და ინსტრუქტორი, ფიბა-ს არბიტრი მაკა კუპატაძე შეხვდნენ.

საუბარი ძირითადად იმ ცვლილებებს შეეხო, რომლებიც კალათბურთის
წესებში განხორციელდა. ცვლილებები მასშტაბური არაა, მაგრამ მსაჯების მიერ მათი ცოდნა
აუცილებელია. დაითქვა დღეც, როცა მსაჯები და კომისრები ტესტირებას ახალი წესების შესაბამისად
ჩააბარებენ – 29 სექტემბერი.

გარდა ამისა, მსაჯთა კორპუსმა და მისმა ხელმძღვანელობამ
სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხებზე ისაუბრა, რაც მათი მატჩების მომსახურების გაუმჯობესებას,
მუშაობის ხარისხის ამაღლებას ეხებოდა.