ნუგზარ ჭეიშვილი: სუპერლიგაში კალათბურთის სიყვარულმა დაგვტოვა

ნუგზარ ჭეიშვილი: სუპერლიგაში კალათბურთის სიყვარულმა დაგვტოვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა სეზონის წინ სოლიდურ შემადგენლობას მოუყარა თავი და ამბიციებიც არ აკლდა, თუმც

ფინანსურმა გაჭირვებამ ნუგზარ ჭეიშვილის გუნდს წამყვანი მოთამაშეები დააკარგვინა. სტუდენტები ანაზღაურების გარეშე დარჩნენ და როგორც მათი მწვრთნელი ამბობს, სუპერლიგაში თამაშს კალათბურთის სიყვარულის გამო აგრძელებენ…– მესამე წელია, თსუ-ს მწვრთვნელი ხართ, ამ ხნის მანძილზე თუ გქონიათ დაფინანსებასთან დაკავშირებული პრობლემები და როგორ მოგიგვარებიათ?– უმნიშვნელო, შარშან ბოლო ხელფასთან დაკავშირებით, ბიჭები თვითონ ჩაერივნენ, ადვოკატი დაიქირავეს და საქმე სასამართლოს დახმარებით მოვიგეთ.   – ახლა რატომ დარჩა გუნდი სპონსორის გარეშე? – გვყავდა რეალური სპონსორი „სახალხო ბანკის“ სახით. თავიდან იყო დაპირება, რომ იქნებოდა კარგი ანაზღაურება და პირობები. რომ არა ომი და „სახალხო ბანკის“ ხელმძღვანელობის შეცვლა, ფაქტობრივად მიღწეული იყო სამწლიანი კონტრაქტი. მოლაპარაკება მიმდინარეობდა პირადად ბანკის პრეზიდენტ გიორგი გოგუაძესთან. შემდეგ თსუ–ს სპორტული ცენტრის უფროსმა, ქალბატონმა ლილიკო ნემსაძემ რამდენიმე ფირმასთან სცადა მოლაპარაკება, მაგრამ უშედეგოდ. იყო დაპირებები, მაგრამ მე ამ დაპირებების არ მჯერა.– უნივერსიტეტი არ ცდილობს დაფინანსების მოძიებას? – ცდილობს, მაგრამ უშედეგოდ.  – თუკი ხელფასი არ აქვთ, რა აკავებთ მოთამაშეებს გუნდში?– ბიჭებთან მქონდა საუბარი, 4 მოთამაშე წავიდა. იყო რამოდენიმე კალათბურთელის წასვლაზეც ლაპარაკი, მაგრამ მაინც დარჩნენ. პირველ რიგში გაწეულ შრომას სცეს პატივი, მათ ხომ გუნდში დიდი ოფლი აქვთ დაღვრილი. საცოდაობაა, ამ ბიჭებმა რომ არ გაალამაზონ თამაშები.

– მიუხედავად ყველაფრისა, გუნდის რამდენიმე ძლიერი მოთამაშე შეინარჩუნეთ?– გუნდის გამწევი ძალაა გიორგი მარკოიშვილი, შიო ხეცურიანი, ასევე ლუკა შანიძე, გიორგი გაფრინდაშვილი, შალვა კოხრეიძე. გულივერ ახალკაცი ტრამვირებულია, მაგრამ იმედია, მალე ჩაერთვება თამაშებში. გუნდი დატოვეს ძმებმა ბარბაქაძეებმა, დავით ბერიშვილმა, დავით ყველაშვილმა.– გუნდის შევსება როგორ მოახერხეთ?–ამერიკაში მიშა ფანჩულიძეს დავუკავშირდით, რომელმაც თავისუფალი დრო გამონახა და ჩამოვიდა. ,,მაკაბიდან’’ 19 წლის ირაკლი ივანეიშვილი გადმოვიდა, დავიმატეთ 18 წლის გიორგი ელანიძე. ვინც თავისუფალი იყო, მოვძებნეთ და გუნდი შევკარით.– როგორ ფიქრობთ, შეძლებენ ახალგაზრდები გამოცდილი მოთამაშეების წინააღმდეგ ღირსეულად ბრძოლას?– არ ვიცი, წინა შეხვედრა ,,დინამოსთან’’ ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. ვნახოთ კვირას რა იქნება, „სასოფლოსთან“ მატჩში. თუ ჩვენ რესურსებს გავითვალისწინებთ, ნამდვილად რთულ სიტუაციაში ვართ. – ამ სეზონში ჩემპიონობაზე ალბათ აღარ ფიქრობთ…– ოთხეულში მოხვედრა იქნება ჩვენი მაქსიმუმი.– საქართველოს თასის გათამაშებაში მონაწილეობაზე თსუ–მ უარი განაცხადა, რისთვისაც ფინანსური სანქცია დაგეკისრათ. თუკი პრობლემები გაქვთ, მის გადახდას როგორ მოახერხებთ?– წესი წესია: თუ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ეს თანხა არ გადაიხადა, გუნდი სუპერლიგაში ვეღარ იასპარეზებს.– დამფინანსებლის პოვნის შემთხვევაში ვის მოიწვევდით გუნდში?– ახლა უკვე გვიანია, თუმცა რომ შეიძლებოდეს, უპირველესად იმათ დავაბრუნებდი გუნდში, ვინც დაგვტოვა. ეს ის ბიჭები არიან, რომლებიც ამინდს ქმნიან ქართულ კალათბურთში. დავამატებდი კიდევ ხუთს მოთამაშეს და გვეყოლებოდა საჩემპიონო გუნდი.

                                                                                                                                                                                  სალომე კლდიაშვილი