“ოლ სტარში” ლევან მოსეშვილი მიხეილ კობეშავიძემ შეცვალა

“ოლ სტარში” ლევან მოსეშვილი მიხეილ კობეშავიძემ შეცვალა

„ყველა ვარსკვლავის“ ერთ–ერთი გუნდს მწვრთნელი შეეცვალა.„ლურჯების“ მწვრთნელი ლევან მოსეშვილი შეუძლოდაა და მის გუნდს რეგულარულში მეორე ადგილზე გასული „სასოფლოს“ თავკაცი მიხეილ კობეშავიძე გაუძღვება.

გუნდს მწვრთნელის შეცვლის გამო სახელწოდება არ შეეცვლება და ლევან მოსეშვილის გუნდი ერქმევა. მისი მეტოქე კი იქნება დავით უსტიაშვილის გუნდი, რომელსაც პირობითად „თეთრებს“ ვუწოდებთ.შეგახსენებთ, რომ „ოლ სტარის“ სასტარტო ხუთეულთა შერჩევა ჩვენს საიტზე 3 აპრილის დღის 12 საათამდე გრძელდება. იმავე დღეს მწვრთნელები თავიანთი გუნდების 7–7 სათადარიგო მოთამაშეს „ყველა ვარსკვლავის“ მატჩისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე გამოაცხადებენ. პრესკონფერენციას დაესწრებიან ასევე ის მოთამაშეები, რომლებიც საინტერნეტო გამოკითხვის შედეგად ხუთეულში ადგილს მოიპოვებენ.