სეზონის პირველი
ცენტრალური შეხვედრის შემდეგ სპორტის სასახლე ,,ოლიმპისა’’ და ,,ქუთაისის’’ მატჩს მასპინძლობს.
გაგაცნობთ გუნდების მწვრთნელების მიერ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე გაკეთებულ კომენტარებს.
მედეა მხეიძე(,,ქუთაისის’’ მწვრთნელი): პირველ რიგში,
ყველას მოგილოცავთ ახალ სეზონს და ასევე, თბილისობის დღესასწაულს. იმედი მაქვს, სპორტის
სასახლეში შეკრებილი მაყურებელი სასიამოვო თამაშს იხილავს. ,,ქუთაისის’’ გუნდის გარშემო
დიდი აჟიოტაჟია ატეხილი, რომ საჩემპიონო და დიდი ამბიციების გუნდია. ვიტყვი, რომ ამბიციები
ალბათ ყველას ერთნაირი გვაქვს.საინტერესო ჩემპიონატი გველის, რადგან თითქმის ყველა
გუნდი თანაბარი ძალისაა. ამიტომ არ გავუსწრებ მოვლენებს წინ. ჩვენ ბევრი ახალი მოთამაშე
გვყავს, გუნდი ასე მარტივად არ კეთდება, თანდათან შევალთ ფორმაში. წარმატებებს ვუსურვებ
მოწინააღმდეგე გუნდსაც.
გია კაზანჯიანი(,,ოლიმპის’’ მთავარი მწვრთნელი):
გილოცავთ ჩემპიონატის დაწყებას და თბილისობას, სიმბოლურია, რომ ეს ორი მოვლენა ერთ
დღეს დაემთხვა. ჩვენ ახალაზრდული გუნდი ვართ, ყველაზე გამოცდილი მოთამაშე, კოკა ტომარაძე,
ტრავმირებულია და დღეს ვერ დაგვეხმარება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ განწირულები
ვართ. ვეცდებით, მაქსიმუმი გავაკეთოთ და ამ 3 კვირის ვარჯიშის შედეგი მოედანზე ვაჩვენოთ.
ჩვენი მთავარი მიზანი კი მაინც ამ ბავშვების გაზრდაა.