ოლიმპმა ბათუმს სძლია და ცხრილის ბოლოში ვითარება დაძაბა

ოლიმპმა ბათუმს სძლია და ცხრილის ბოლოში ვითარება დაძაბა

 სტატისტიკასუპერლიგის მესამე წრის ბოლო, 21-ე ტური დღეს რეგიონებში
დაიწყო. პირველი მატჩი ბათუმში, ადგილობრივ გუნდსა და „ოლიმპს“ შორის გაიმართა, რომელიც
თბილისელების გამარჯვებით – 83:74 დასრულდა.

ორივე გუნდისთვის შეხვედრას პრინციპული მნიშვნელობა
ჰქონდა, რადგან მათ შორის ცხრილში სხვაობა მხოლოდ 1 წაგება იყო. ოლიმპელებმა დღევანდელი
გამარჯვებით აჭარელებს მოგებ-წაგებებით გაუთანაბრდნენ, თუმცა ბათუმში წინა სტუმრობისას
მატჩის დროის ამოწურვამდე დატოვების გამო ჩათვლილი ტექნიკური წაგების გამო ცხრილში
1 ქულა აკლდებათ.

რაც შეეხება მატჩს, „ოლიმპმა“ ბრძოლაში, თუმცა ზედმეტი
გართულებების გარეშე იმარჯვა. თბილისელებს ამერიკელმა ლეგიონერმა, ტრე ბურნეთმა ულიდერა,
რომელმაც 28 ქულასთან ერთად 13 მოხსნაც მოაგროვა. 20 ქულა რეზო როგავას ანგარიშზეა,
ირაკლი მიქელაძის ანგარიშზე კი 14 ქულა და 9 შედეგიანი გადაცემა დაგროვდა. „ბათუმს“
კვლავ აკლდა ამერიკელი ცენტრი კრის ფელჩერი, საუკეთესო კი 25 ქულით ილია შემოსიუკი
გახდა.

დღეს მეორე მატჩი ქუთაისში ჩატარდა, სადაც სუპერლიგის
ლიდერი, „დინამო“ ჩავიდა.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ლეონიდ ივატინი, (ოლიმპის მთავარი მწვრთნელი):
ამ თამაშისთვის ფსიქოლოგიურადაც და ფიზიკურადაც ვემზადებოდით, რადგან ბათუმში გულშემატკივრებით სავსე დარბაზში თამაში რთულია და ამასთანავე ლამაზიც. კარგად შევასრულეთ ჩვენს მიერ დასახული გეგმა და ვფიქრობ ამან გამოიღო სათანადო შედეგი.
დავით უსტიაშვილი, (ბათუმის მთავარი მწვრთნელი):
ბოლომდე დაძაბულად მიმდინარეობდა მატჩი, დასანანია რომ წავაგეთ. უნდა აღვნიშნო, რომ რაღაც მომენტში მსაჯობით უკმაყოფილო ვართ, იყო მცირეოდენი ხარვეზები. არ გაგვიმართლა, თუმცა ბოლომდე ვიბრძოლეთ და ბრძოლაშივე დავმარცხდით.