ოლიმპმა მეორე წრე იოლი გამარჯვებით დაიწყო

ოლიმპმა მეორე წრე იოლი გამარჯვებით დაიწყო

საკალათბურთო სუპერლიგის მეორე წრის პირველი ტურის მორიგ
მატჩში ერთმანეთს ,,დებიუტანტი“ ოლიმპი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაუპიერიპირდნენ,
სადაც ოლიმპელებმა  დიდი სხვაობით, 103:80 იმარჯვეს.

  ,,ოლიმპმა“
უპირატესობა შეხვედრის საწყის წუთებშივე მოიპოვა. პირველი პერიოდის მე-6  წუთზე 18:4 დაწინაურდა, მეტოქეს შანსი არ დაუტოვა
და ათწუთეულის დასრულებამდე  1:26 წუთით ადრე
დიდი სხვაობით, 31:13 გავიდა წინ.

მეორე მეოთხედში ,,ოლიმპმა“ პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა
და  მე-6 წუთზე ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო
სოლიდური გახადა – 48:17.  მატჩის მესამე  მეოთხედში დებიუტანტებმა  მოპოვებული უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს  – 80:42, ხოლო ბოლო დასკვნით მეოთხედში თავის სასარგებლოდ  41-ქულიანი სხვაობა დააფიქსირეს. საბოლოოს ,,ოლიმპმა” თასუ
103:80 დაამარცხა და მეორეწრე იოლი გამარჯვებით გახსნა.  თბილისის სახლმწიფო უნივერსიტეის რიგებში ბექა ჩიკვილაზე
გამოირჩამ რომელმაც 24 ქულითადა 10 შედეგიანი გადაცემით ორმაგი დუბლი მიითვალა. გამარჯვებულთა
შემადგენლობაში კი ყველაზე მეტი 22 ქულა ,,ოლიმპის“ ახალწვეულ ივან ტოდოროვიჩს აღმოაჩნდა.
ორმაგი დუბლი შეასრულა ილიცა მილუტინოვიჩმა, რომლის ანგარიშზეც 11 ქულა და 13 შედეგიანი
გადაცემაა.

მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე არნიშნულ
მატჩთან დაკავშირებით ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა და გამორჩეულმა კალათბურთელებმა
შემდეგი კომენტარი გააკეთეს.

გია კაზანჯიანი:
 ჩემთვის თსუ-სთან მატჩი მოულოდნელად იოლი აღმოჩნდა.
თამაშის დასაწყისშივე კარგად ვითამაშეთ დაცვაშიც და თავდასხმაშიც. სწორედ ეს გახლავთ
ჩვენი გუნდი გამარჯვების მთავარი მიზეზი.

ნუგზარ ჭეიშვილი:
ჩვენი გუნდის შემადგენლობაში მოხდა ცვლილება. თსუ-ს რიგებში სამი ახალი მოთამაშე ირიცხება:
ბექა ჩიკვილაძე, გივი ბაქრაძე და ვასილ ბერუაშვილი. შესაბამისად,  ვცდილობთ გუნდს თამაშის სტილი შევურჩიოთ და ამიტომ
ამ მატჩში თავს  ექპერიმენტების უფლება მივეცი.
,,ოლიმპი“ საჩემპიონო  გუნდია და მასთან დამარცხება
ტრაგედია ნამდვილად არ არის.

ილიცა მილუტინოვიჩი:
ჩვენი გუნდი მაქსიმალურად ცდილობდა შეესრულებინა ის დავალებები, რომელსაც მწვრთნელი
გვაძლევდა და დღევანდელი წარმატება სწორედ ჩვენი მწვრთნელის დამსახურებაა.

ბექა ჩიკვილაძე:
ახალი კალათბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი ვართ და საჭიროა უკეთესი შედეგის ჩვენება.
ვარჯიშზე აუცილებლად განვიხილავთ დაშვებულ შეცდომებს და მათ გამოსწორებას ვეცდებით.

შეგახსენებთ, რომ მეორე წრის პირველი ტურის ცენტრალური
შეხვედრა დინამოს და ქუთაისს შორის დინამოს გამარჯვებით, ანგარიშით 79:55 დასრულდა
(http://superleague.ge/news.php?uin=609).