ოლიმპმა მგზავრები მეორე ტაიმში გატეხა

ოლიმპმა მგზავრები მეორე ტაიმში გატეხა

 სტატისტიკა გალერეაგუშინ ბათუმსა და ქუთაისში დაწყებული სუპერლიგის მე-10
ტური დღეს თბილისში გრძელდება. სპორტის ახალ სასახლეში დაგეგმილი 2 მატჩიდან 1 უკვე
დასრულდა. ერთმანეთს „ოლიმპი“ და „მგზავრები“ შეხვდნენ და გამარჯვება ოლიმპელებს დარჩათ.

მატჩი თანაბრად დაიწყო და პირველ ტაიმში ლიდერო ვერ
გამოიკვეთა. საწყისი პერიოდის 20:15 მოგების შემდეგ „მგზავრები“ მე-4 წუთისთვის 11
ქულით – 29:18 დაწინაურდა. ოლიმპელებმა თამაში მალევე გამოასწორეს და ჩამორჩენა ხომ
გააბათილეს, დიდ შესვენებამდე ერთქულიანი ლიდერობით გავიდნენ – 37:36.

მეორე ტაიმი რადიკალურად განსხვავებული გამოდგა. „ოლიმპის“
მოთამაშეებმა მატჩის სადავეები ხელთ იგდეს და დარჩენილ დროში მეტოქეს წარმატების იმედი
გადაუწურეს. მესამე მეოთხედი ოლიმპელებმა 26:12 მოგეს, ხოლო ბოლო პერიოდში ლიდერობას
4 ქულაც მიამატეს და საბოლოოდ დამაჯერებელი სხვაობით – 87:70 იმარჯვეს.

გამარჯვებულებს 18 ქულით კახა ტომარაძემ ულიდერა.
16 ქულა და 5 პასი მოაგროვა რეზო როგავამ, ხოლო ირაკლი მიქელაძისა და ვალტერ პიჩფორდის
ანგარიშზე 13-13 ქულა დაგროვდა. „მგზავრებში“ 15 ქულით, 8 მოხსნითა და 7 პასით საუკეთესო
იყო დერნელ ტეილორი.