ოლიმპმა ოლიმპიური სიმშვიდით მოიგო

      ტურის მორიგ მატჩშიც ვერ ვიხილეთ ბრძოლა. ფავორიტისა
და აუტსაიდერის მატჩი მოსალოდნელი სცენარით წარიმართა და საბოლოოდ 47-ქულიანი სხვაობით
დასრულდა – „ოლიმპმა“ თსუ-ს შანსი არ დაუტოვა.

პირველი
მეოთხედის შემდეგ სხვაობა იმდენად დიდი არ იყო (26:14), თუმცა დიდი შესვენებისთვის
გია კაზანჯიანის გაწვრთნილ ოლიმპელებს საქმე ლამის მოთავებული ჰქონდათ – 48:21. მატჩის
სცენარი ორივე გუნდის მწვრთნელს საშუალებას აძლევდა, სათადარიგოები გამოეცადა და ასეც
მოხდა. მოედანზე მატჩის მონაწილე ყველა კალათბურთელი ვიხილეთ, ქულებიც მეტ-ნაკლებად
თანაბრად გადანაწილდა.

მესამე
პერიოდი სპორტის სამინისტროს გუნდმა 29:15 მოიგო და ბოლო მეოთხედმა ფორმალური ხასიათი
მიიღო. საბოლოოდ „ოლიმპი“ დაგეგმილ გამარჯვებამდე მივიდა და „შსს-აკადემიასა’ და „არმიასთან“
ერთად სუპერლიგის დაუმარცხებელ გუნდად რჩება.

ოლიმპელთაგან
განსაკუთრებით 2 კალათბურთელი გამოირჩა: სტევან მილოშევიჩმა 24 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა,
ხოლო აკაკი დვალიშვილმა 25 ქულა და 10 მოხსნა. სახელმწიფო უნივერსიტეტელთაგან 13 ქულა
დააგროვა გიორგი ხანიაშვილმა, ხოლო გივი ბაქრაძის მონაგარმა 10 ქულა შეადგინა.

მე-4
ტურის ბოლო მატჩში „არმია“ სტუ-ს დაუპირისპირდება.

მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია:

გია კაზანჯიანი
(ოლიმპი)- მოხარულები ვართ, რომ გავიმარჯვეთ, არ გვეგონა რომ ანგარიშში სხვაობა ასეთი
დიდი იქნებოდა, თუმცა მიუხედავად ამისა შეცდომები მაინც ბევრი იყო. რაც შეეხება გუნდის
ფიზიკურ კონდიციებს, ჯერ კიდევ არ ვართ სათანადო ფორმაში.

გიორგი ჩხეიძე
(თსუ)-მოსალოდნელი იყო ოლიმპთან წაგება, თუმცა ასეთი ანგარიშით არა. ჩვენი ამოცანა
მაინც არის უშუალო კონკურენტების დამარცხება-სტუ, სამედიცინო, სოხუმი, ბათუმი. რა თქმა
უნდა დანარჩენ გუნდებთანაც ვიბრძოლებთ ბოლომდე, თუმცა პირველი მიზანი მაინც უცვლელია.

აკაკი დვალიშილი
(ოლიმპი)-ძალიან კარგი თამაში იყო, მიუხედავად ანაგრიშში სხვაობისა, მატჩი საინტერესო
გამოდგა. დიდი მადლობა ჩვენს ბიჭებს და მეტოქე გუნდის მოთამაშეებს ასეთი სანახაობრივი
თამაშისთვის.

გივი ბაქრაძე
(თსუ)- ცუდად ვითამაშეთ, ვფიქრობ ასეთი ანგარიშით არ უნდა წაგვეგო, თუმცა ჩვენ რა თქმა
უნდა გავაგრძელებთ მუშაობას და ვეცდებით უკეთესი შედეგი ვაჩვენოთ.