რეგულარულიჩემპიონატის ბოლოსწინა ტურის მორიგი მატჩი
ლოგიკური შედეგით დასრულდა. სტუ-ს წინააღმდეგ მატჩში უპირობო ფავორიტად „ოლიმპი“ ითვლებოდა
და საბოლოოდ იოლი გამარჯვებაც მოიპოვა.
გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა ოლიმპელებმა ტექნიკური
უნივერსიტეტის გუნდს 57 ქულის სხვაობით – 123:66 მოუგო.
მატჩის დასაწყისიდან დასასრულამდე „ოლიმპს“ საკუთარი
უპირატესობა ეჭვქვეშ არ დაუყენებია. საწყისი მეოთხედის 12 ქულით მოგების შემდეგ ფავორიტი
ოდნავ მოეშვა და დიდ შესვენებამდე საკუთარი ლიდერობა მხოლოდ 7 ქულით გაზარდა. მესამე
მეოთხედიდან კი ოლიმპელები ისევ გააქტიურდნენ და საბოლოოდ ტექნიკოსებს გამანადგურებელი
მარცხი აგემეს.
გამარჯვებულთაგან 10-ქულიანი ზღვარი 7-მა კალათბურთელმა
დაძლია.24 ქულითა და 9 მოხსნით ოლიმპელებს ლევან ფაცაციამ ულიდერა, ხოლო 18 ქულითა
და 11 მოხსნით სტევან მილოშევიჩმა ორმაგი დუბლი გაიფორმა. 17 ქულა და 7 პასი დააგროვა
‘ოლიმპში“ „სოხუმიდან“ გადასულმა ტარიელ თავართქილაძემ. რაც შეეხებათ ტექნიკოსებს,
15 ქულით ბომბარდირი ტატო ჩაჩიბაია გახდა, ხოლო მისმა თანაგუნდელმა ბექა ქორიძემ შეხვედრა
11 ქულით დაასრულა.
ამ გამარჯვებით „ოლიმპი“ ცხრილში პირველ ადგილზე გადავიდა.
თუკი ბოლო ტურში, 13 აპრილს, „ოლიმპი“ „არმიას“ დაამარცხებს, რეგულარულ ჩემპიონატს
პირველ ადგილზე დაასრულებს. კაზანჯიანის გუნდი კონკურენტ „შსს-აკადემიას“ პირად შეხვედრებში,
ბურთების შეფარდებით ჯობნის.
მატჩისშემდგომი კომენტარები:
გია კაზანჯიანი(ოლიმპი): მივულოცავ ჩვენს გუნდს გამარჯვებას. ოლიმპი უფრო
ძლიერი გუნდია, ვიდრე სტუ და ჩვენს სხვა მიზნები გვაქვს. დღესაც გვაკლდნენ მოთამაშეები,
იმედია ორშაბათიდან ნოდარ თენეიშვილი შემოგვიერთდება, კოკა ტომარაძეზე კი ზუსტი დრო ჯერ არ ვიცით. ,,დინამოს’’
გამარჯვების წყალობით ახლა უკვე პირველ ადგილზე ვართ.
გია ტეტელაშვილი(სტუ):
ვულოცავ ,,ოლიმპს’’ გამარჯვებას. გაცილებით უკეთესი
მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული და სერიოზული მიზნებისთვის იბრძვიან. ჩვენ მოტივაციაც დაკარგული გვაქვს, ბოლო თამაშები
არაფერს გვიწყვეტს.
ტატო თავართქილაძე(ოლიმპი):
ვულოცავ ბიჭებს და ჩვენს გულშემატკივრებს.
ვატო თევზაძე(სტუ):
,,ოლიმპი’’ ჩვენზე ბევრად ძლიერი გუნდია და მათთან მინიმალური შანსები გვქონდა. მოტივაცია
არ გვაქვს და ასეთი ანგარიში ამიტომ მივიღეთ. თუმცა უკეთესი თამაში შეგვეძლო.
ოლიმპი – სტუ 123:66