ოლიმპმა ქუთაისი დაამარცხა და ნახევარფინალურ სერიაში 1:0 დაწინაურდა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

ოლიმპმა ქუთაისი დაამარცხა და ნახევარფინალურ სერიაში 1:0 დაწინაურდა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

ქუთაისში დასრულდა ნახევარფინალური სერიის პირველი  მატჩი ადგილობრივ ,,ქუთაისსა” და ,,ოლიმპს” შორის,

 სადაც ოლიმპელებმა დაძაბულ მატჩში 67:59 დაამარცხეს მეტოქე და სერიაში 1:0 გავიდნენ წინ.  შეხვედრის საწყის წუთებში ,,ოლიმპი”  5:1 დაწინაურდა, თუმცა ქუთაისელებიც მალევე ამოქმედდნენ და ათწუთეულის მე-6 წუთზე 13:9 გავიდნენ წინ. მიუხედავად ამისა, ოლიმპელებმა დარჩენილ დროში გიორგი ცინცაძისა და გიორგი გამყრელიძის აქტიური თამაშის წყალობით მეოთხედი ბოლოს დაწინაურება ისევ მოახერხეს – 23:13.   

მეორე მეოთხედში ოლიმპის გუნდი ჩინებულად გაისარჯა დაცვაში და მოპოვებული უპირატესობაც კიდევ უფრო გაიმყარა – 30:16, ხოლო დიდ შესვენებაზე 34:24 გავიდა.  მესამე პერიოდში მასპინძლებმა შეძლეს თამაშზე მობილიზება და მეოთხედის შუაწელში  სხვაობა მინიმუმამდე  დაიყვანეს 40:41, ხოლო შემდგომ თავიაანთ სასარგებლოდ  45:41 დააფიქსირეს. ოლიმპმა  მიხეილ ბერიშვილის ზუსტი საჯარიმოების ხარჯზე მალევე აღადგინა წონასწორობა (45:45), რის შემდეგაც გუნდებს შორის უშეღავათო ბრძოლა გაიმართა და თამაშიც ქულა-ქულაში წავიდა, სადაც მობილიზება საბოლოოდ ,,ოლიმპმა”შეძლო და  ათწუთეულის ბოლოს 4 ქულით გავიდა წინ  – 53:49.
დასკვნით მეოთხედში ქუთაისის გუნდი  მდევრის როლში აღმოჩნდა, თუმცა მეტოქის დაწევა ვერ შეძლო. ოლიმპელებმა მოპოვებული უპირატესობა გადამწყვეტ პერიოდში  ხელიდან აღარ გაუშვეს და  სერიაში პირველი გამარჯვება მოიპოვეს. 

,,ქუთაისის” შემადგენლობაში 15 ქულით რევაზ დიდი გამოირჩა, ხოლო 12 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი რიჩარდ მათიაშვილის ანგარიშზეა. ,,ოლიმპის” რიგებში ორმაგი დუბლით კი თავი ივან ტოდოროვიჩმა გამოიჩინა, რომელმაც 15 ქულა და 12 მოხსნა დააგროვა. 
მატის დასრულების შემდგომ ,,ოლიმპისა” და ,,ქუთაისის” მწვრთნელებმა შემდეგი კომენტარები გააკეთეს.

გია  კაზანჯიანი (ოლიმპის მწვრთნელი): დღეს ერთმანეთს ორი ღირსეული მეტოქე დაუპირისპირდა. დაცვაში ძალიან აგრესიულად ვიასპარეზეთ.  ეს იყო გუნდის მთავარი დავალება იყო, რომელიც შესანიშნავად შესრულდა. მესამე მეოთხედში შედარებით მოვეშვით და ბუნებრივია მეტოქემ ამით კარგად ისარგებლა. მოწინააღმდეგე გუნდიდან ბრწყინვალედ  ითამაშა რევაზ დიდიმ, რომელმაც 5 სამქულაინი ჩაგვიგდო. მიუხედავად ამისა, მეოთხე პერიოდში დაცვაში კვლავ ჩინებულად გავისარჯეთ და პირველი გამარჯვება მოვიპოვეთ. ვფიქრობ ეს წარატება დღესვე უნდა დავივიწყოთ, ვინაიდან ხვალ კიდევ უფრო რთული შეხვედრა გველის, რომელსაც უდიდესი მნიშვენლობა  აქვს.მოგების შემთხევევაში წინ ძალიან  დიდი ნაბიჯს  გადავდგამთ და ამიტომ მთელი ყურადღება ხვალინდელ თამაშზე უნდა გადავიტანოთ.  უპირატესობას კვლავ დაცვას მივანიჭებთ და მასზე დიდ ყურადღებას  გავამახვილებთ.

დავით უსტიაშვილი (ქუთაისის მწვრთნელი):. თამაში ძალიან დაძაბულად წარიმართა და გამარჯვებულის ვინაობა ბოლომდე გაურკვეველი იყო.  შეხვედრა ცუდად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ გამოვასწორეთ თამაში და დავწინაურდით კიდეც, თუმცა გადამწყვეტ მომენტებში რამდენიმე საჭირო ბურთი ვერ მოვათავსეთ კალათში. ვფიქრობ ცოტა იღბალის მაინც რომ გვქონოდა ამ შეხვედრის მოგება სავსებით  შესაძლო იქნებოდა. ხვალინდელ მატჩში ძირითად აქცენტს შეტევაზე გავაკეტებთ. დაცვაში მხოლოდ 67 ქულა გავუშით და უკმაყოფილო არ ვარ, ამიტომ კორექტივებს თავდასხმაში შევიტანთ. აგრეთვე ვეცდებით  საჯარიმო სროლების გამოსწორებას,  სადაც დღეს საკმაოდ დაბალი პროცენტული მაჩვენებლი გვქონდა. ,,ოლიმპი” ძლიერი გუნდია, რომელიც  მაღალი დონის მოთამაშეებითა დაკომპლექტებული და ,,ევროჩელენჯზე” თამაშის შემდეგ დიდი გამოცდილებაც აქვს, მაგრამ ვფიქრობ ჩვენი შანსებიც დიდია და ამიტომ მაქსიმალურად ვეცდებით სერიაში ანგარიშის გათანაბრებას.

სუპერლიგა 
პლეიაუტი 
დინამო –  თსუ  115:82 (მატჩის მიმოხილვა)

ნახევარფინალი 
არმია – სოხუმი 79:63 (მატჩის მიმოხილვა)