ოლიმპმა ქუთაისში მორიგი გამარჯვება იზეიმა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

ოლიმპმა ქუთაისში მორიგი გამარჯვება იზეიმა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

ქუთაისში დასრულდა სუპერლიგის ნახვერაფინალური შეხვედრა ადგილობრივ ,,ქუთაისსა” და ,,ოლიმპს” შორის, სადაც ოლიმპელებმა 76:67 დაამარცხეს მეტოქე და სერიაში 2:0 დაწინაურდნენ. 

შეხვედრის საწყის ათწუთეულში მცირე უპირატესობა მასპინძლებმა მოიპოვეს (18:15), თუმცა მეორე მეოთხედში ოლიმპელებიც აქტიურად ათამაშდნენ  და საბოლოოდ ტაიმში 4-ქულის სხვაობით 34:30 
იმარჯვეს.  მესამე მეოთხედი გუნდების გარდამავლი უპირატესობით წარიმართა და თამაში ქულა-ქულაში წავიდა, დაძაბულობამ კი პიკს დასკვნით მეოთხედში მიაღწია, სადაც გუნდებს შორის უშეღავათო ბრძოლა გაიმართა. გადამწყვეტ მომენტში საბოლოოდ მობილიზება ოლიმპმა მოახერხა და  შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 45 წამით ადრე 71:65 დაწინაურდა. დარჩენილ 45 წამი ქუთაიის გუნდმა მხოლოდ 2 ქულა მოათავსა მეტოქის კალათში, ,,ოლიმპმა” კი მოპოვებული უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა და  მატჩი 9 ქულის სხვაობით გაიმარჯვა.

 ,,ქუთაისის” მხრიდან 16 ქულით საუკეთესო რევაზ დიდია იყო, ხოლო ,,ოლიმპს” გიორგი გამყრელიძემ ულიდერა, რომელსაც ორმაგ დუბლამდე ერთერთი მოხსნა დააკლდა – 22 ქულა და 9 მოხსნა. ორმაგი დუბლი შეასრულა გამყრელიძის თანაგუნდელმა ივან ტოდორივიჩმა, რომლის ანგარიშზეც  13ქულა და 11 მოხსნა.. 
მატჩის დასრულების შემდგომ ,, ქუთაისისა” და ,,ოლიმპის” მწვრთნელებმა შემდეგი კომენტარები გააკეთეს.
გია კაზანჯიანი (ოლიმპის მწვრთნელი): ძალიან დაძაბული მატჩი იყო, მაგრამ ჩვენ უკეთესი თამაში ვაჩვენეთ, ვიდრე მოწინააღმდეგემ და გამარჯვებაც მოვიპოვეთ. ჩვენმა გუნდმა დაცვაში ბრწყინვალედ იასპარეზა და ამის ხარჯზე მივაღწიეთ წარმატებას. კარგად გაისარჯნენ  გიორგი გაყრელიძე და გიორგი ცინცაძე. თავი გამაოიჩინა ივან ტოდორივიჩმაც, რომელიც ბოლო პერიოდში ჩვენს იმედებს აშკარად ამართლებს. მიუხედავად იმისა, რომ გავიმარჯვეთ და ფინალამდე ერთი ნაბიჯი გვაშორებს, მოდუნების უფლება არ გვაქვს. ვარჯიშს ხვალიდანვე შევუდგებნით და მესამე მატჩისთვის სათანადოდ მოვემზადებით.
დავით უსტიაშვილი (ქუთაისის მწვრთნელი): თამაში ბოლო წუთამდე დაძაბული იყო და  შეხვედრის ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა. გუნდი ძალიან გადაიღალა და  გადამწყვეტ მომენტში ვერ შეძლო ბურთის ჩაგდება. ,,ოლიმპი” ძალიან გამოცდილი მოთმაშეებითა დაკომპლექტებული და ამან თამაშზე დიდი გავლენა მოახდინა. უკმაყოფილო ვარ მსაჯობითაც, რომელიც დღეს იდეალური არ ყოფილა. ხვალინდელ დღეს ძალების აღდგენისთვის და დასვენებისთვის  გამოვიყენებთ. ვეცდებით თბილისში მეტოქეს დიდი ბრძოლა გავუმართოთ და ჩვენი შესაძლებლობი მაქსიმალურად გამოვიყენოთ.

სუპერლიგა 
პლეი აუტი 
შსს აკადემია – თსსუ 87:82 (მატჩის მიმოხილვა)

ნახევარფინალი
არმია – სოხუმი 89:62  (მატჩის მიმოხილვა)