ფედერაციაში დისციპლინარებმა სანქციები განსაზღვრეს

ფედერაციაში დისციპლინარებმა სანქციები განსაზღვრეს

კალათბურთის ფედერაციაში გაიმართა სადისციპლინო კომისიის სხდომა, რომელზეც განვლილ ტურებში მომხდარ დარღვევებზე იმსჯელეს და ადმინისტრაციულ–ფინანსური სასჯელები გამოიტანეს.
8 მარტს სუპერლიგის მე–15 ტურის მატჩში („ავიამშენი“–„დინამო“ ) დინამოელთა მთავარმა მწვრთნელმა ზაზა ცაგარეიშვილმა მსაჯთან კამათის გამო ორი ტექნიკური შენიშვნა მიიღო, რასაც ავტომატურად მოჰყვა დისკვალიფიკაცია. სადისციპლინო–ტექნიკურმა კომისიამ ცაგარეიშვილს ორთამაშიანი დისკვალიფიკაცია მისცა და ჯარიმის სახით დააკისრა 100 პირობითი ერთეული (დოლარი).სუპერლიგის მე–15 ტურში, „ავიამშენი“ „ენერჯი–ინვესტს“ რომ ხვდებოდა, რუსთაველთა უკანახაზელმა დავით არწივიძემ მსაჯთან კამათისთვის ტექნიკური შენიშვნა მიიღო, რაზეც უხეში რეაგირება ჰქონდა და მსაჯისგან მეორე ტექნიკური, შესაბამისად დისკვალიფიკაციაც მიიღო. ფედერაციის დისციპლინარებმა არწივიძეს 2 მატჩის გამოტოვება გამოუწერეს და 100 პირობითი ერთეულით დააჯარიმეს.