ფიბა-ს მოსალოცი წერილი საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას

ფიბა-ს მოსალოცი წერილი საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას

საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციაში ფიბა-დან მილოცვის წერილი მოვიდა. ფიბა-ს გენერალური მდივანი პატრიკ ბაუმანი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს და გენერალურ მდივანს ფიბა-ს სახელით ახალი წესდების მიღებას ულოცავს. გთავაზობთ წერილის ორიგინალ ვერსიას და მის თარგმანს:
მიხეილ გაბრიჩიძე, პრეზიდენტი
გიორგი ქართველიშვილი, გენერალური მდივანი
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია
18 დეკემბერი, 2014
 
პატივცემულო პრეზიდენტო,
პატივცემულო გენერალურო მდივანო,
 
ნება მომეცით, ჩვენი პრეზიდენტის ბატონი მურატორეს სახელითაც მოგილოცოთ ყრილობაზე საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მიღებული ახალ წესდება. ჩვენთვის სასიამოვნოა, რომ ახალ წესდებაში გათვალისწინებულია ფიბა-ს ყველა რეკომენდაცია.
ჩვენთვის ასევე ძალიან სასიამოვნოა იმის ცოდნა, რომ საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ახლა უკვე იღებს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სპორტის სამინისტროსგან. ეს არის ყველაზე ღირებული მხარდაჭერა და დახმარება საქართველოში კალათბურთის განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის.
კიდევ ერთხელ გულწრფელად გილოცავთ ამ დიდ და წარმატებულ წინ გადადგმულ ნაბიჯს. თქვენს ფედერაციას შეუძლია იამაყოს იმ სამუშაოთი, რომელიც შესრულდა და იმ ძალისხმევით, რომელიც გასწია ფიბა-სთან ერთად სიტუაციის დასტაბილურებისა და გაუმჯობესებისთვის.
ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ და იმედს გამოვთქვამ, უახლოეს მომავალში კიდევ შევხვდებით. მიგულეთ თქვენთან.
 
 
პატივისცემით,
პატრიკ ბაუმანი
გენერალური მდივანი
 
ფიბა-ს წერილის ორიგინალი ვერსია