ფინალური სერიის მეორე მატჩი იწყება

ფინალური სერიის მეორე მატჩი იწყება

სუპერლიგის ფინალური სერია გრძელდება. საჩემპიონო ბრძოლის მეორე მატჩს თბილისის სპორტის სასახლე მასპინძლობს. თამაშის დაწყებამდე გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა წინასამატჩო კომენტარები გააკეთეს.

ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს” მთავარი მწვრთნელი): საბრძოლო განწყობა გვაქვს, როგორც ფინალურ სერიას შეეფერება. უკვე აღვნიშნე და კიდევ ვიმეორებ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავს და დიდი დანაკლისით ვხვდებით ფინალებს(მარკო პოპოვიჩი ჩვენთვის დიდი ძალა იყო), შევეცდებით თავიდანვე ვითამაშოთ მაქსიმალურად კონცენტრირებულად და არ მოგვიწიოს წინა თამაშების მსგავსად მდევრის როლში ყოფნა, როცა ხან გვყოფნის ძალა, ხან – არა. ვნახოთ, რამდენად გამოგვივა.

კოტე ტუღუში(,,შსს აკადემიის” მთავარი მწვრთნელი): ახალი დღე და ახალი თამაში. კარგია, რომ გუშინ გავიმარჯვეთ, მაგრამ დღეს ახალი დაპირისპირებაა, დარწმუნებული ვარ, ,,დინამო” სხვა განწყობით და შემართებით გამოდის სათამაშო, ჩვენ შევეცდებით ამ ყველაფერს მაქსიმალურად მომზადებულები შევხვდეთ და კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ ჩემპიონობისკენ.