ფინალური სერიის
მე-4 შეხვედრა დღეს ქუთაისის სპორტის სასახლეში იმართება. გუშინ ქუთაისმა ,,დინამოს’’
სერიაში ანგარიში შეუმცირა – 2:1.
გაგაცნობთ გუნდების
მწვრთნელების მიერ გაკეთებულ წინასამატჩო კომენტარებს.
მედეა მხეიძე(,,ქუთაისის” მწვრთნელი): გუშინდელი თამაშის შემდეგ არამგონია ბიჭებს ძალების აღდგენა მოესწროთ, თუმცა ვნახოთ როგორ გადაწყდება თამაშის ბედი. გავმეორდები და ვიტყვი, რომ ჩვენთვის ფინალში თამაში უკვე დიდი წარმატებაა და ეს არ არის მხოლოდ ერთი წლის შრომის ნაყოფი. მსურს მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში მონაწილეობას იღებდა ქუთაისის გუნდის წინსვლაში. იმედია, მომავალში “ქუთაისს” გაუუმჯობესდება პირობები და ყველანაირად შეეწყობა ხელი კიდევ უფრო განვითარებაში.
ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს’’ მთავარი მწვრთნელი):
გუშინ ძალიან ბევრი ბურთი გავუშვით, დაცვაში გვაქვს პრობლემები. მოსამზადებლად ძალიან
ცოტა დრო გვქონდა და მთავარი ახლა ფსიქოლოგიური მზადყოფნაა. რთული შეხვედრა გველის,
თუმცა შევეცდებით ჩვენი თამაში ვაჩვენოთ.