სუპერლიგის ფინალური
სერიის მე-3 მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში 18:00 საათზე დაიწყება. სერიაში ,,შსს
აკადემია’’ 2:0 ლიდერობს, ჩემპიონობას ერთადერთი გამარჯვება აშორებს, ,,დინამოს’’ კი
სერიის გადასარჩენად აუცილებლად მოგება სჭირდება.
გაგაცნობთ თამაშის
დაწყებამდე გუნდების მთავარი მწრთნელების მიერ გაკეთებულ კომენტარებს.
კოტე ტუღუში(,,შსს აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი):
სერიაში მე-3 თამაშია, შეიძლება ვინმესთვის იოლი იყო ჩვენი წინა მოგებები, თუმცა ასე
არ იყო, ეს ყველაფერი დიდი შრომის შედეგია. დღეს ,,დინამოსთვის’’, შესაძლოა, უფრო გადამწყვეტი
თამაში იყოს, ამიტომ ძალიან დიდ ბრძოლას ველით მათგან. დათმობას არც ჩვენ ვაპირებთ,
ბოლომდე ვიბრძოლებთ და იმედი მაქვს, დღეს ,,შსს აკადემია’’ თავის ისტორიაში მეორედ
ჩემპიონი გახდება.
ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს’’ მთავარი მწვრთნელი):
სერიაში ანგარიშიდან გამომდინარე ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ, ამას დაემატა ისიც,
რომ, სამწუხაროდ, კიდევ ერთი გუნდის ლიდერი, ილია ლონდარიძე გამოვკვალდა, რომელმაც
ტრავმის გამო სეზონი დაამთავრა. გამომდინარე აქედან საკმაოდ რთულ სიტუაციაში ვართ,
თუმცა ვცდილობთ შეძლებისდაგვარად მომზადებულები ვიყოთ და ღირსეულად ვიასპარეზოთ.