ქადარიამ თსსუ მოხსნა (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

დასრულდა სუპერლიგის მე-10 ტური. ბოლო მატჩში თითო გამარჯვების
მქონე გუნდები – „სოხუმი“ და თსსუ დაუპირისპირდნენ. მატჩი თანაბარ ბრძოლაში

 კი დაიწყო,
მაგრამ საბოლოოდ სოხუმელების იოლი გამარჯვებით – ანგარიშით 85:71 დასრულდა.

თანაბარი ბრძოლა პირველ ათწუთეულში ვიხილეთ, რომელიც
სოხუმელებმა მხოლოდ 1 ქულით – 22:21 მოიგეს. მცირე შესვენების შემდეგ ვაჟა კვარაცხელის
გუნდმა ტემპს უმატა, კალათბურთელებმა სამიზნეც გაისწორეს და სხვაობამაც ზრდა იწყო.
კარგად თამაშობდა ვახტანგ ქადარია, რომელიც ფარქვეშ ტოლს არავის უდებდა და „სოხუმს“
როგორც დაცვაში, ისე შეტევაში დიდ დახმარებას უწევდა. საბოლოოდ ქადარიამ მოხსნების
ის რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც სწორედ დღეს დაამყარა ქუთაისელმა რიჩარდ მათიაშვილმა.
იმერული კლუბის ცენტრმა თსუ-სთან 19 მოხსნა დააგროვა, ხოლო ქადარიამ ზემოთაღნიშნულ
მატჩში 20 ფარიდან ასხლეტილი ბურთი მოიხელთა, რაც მიმდინარე სეზონის მწვერვალია. მის
შედეგიან გარჯას ირაკლი ჩლაიძის ზუსტი გარღვევა-სროლებიც ემატებოდა და „სოხუმი“ გამარჯვებამდე
იოლად მივიდა.

ქადარიამ საბოლოოდ შთამბეჭდავი ორმაგი დუბლი ხომ შეასრულა
და სამმაგამდე მხოლოდ 2 პასი დააკლდა. 19 ქულა, 20 მოხსნა, 8 პასი, 5 დაფარება და
2 ჩაჭრა – ასეთია სოხუმელთა მეფარის მონაგარი. ბომბარდირი კი ირაკლი ჩლაიძე გახდა
25 ქულით. დამარცხებულთაგან 23 ქულით საუკეთესო გიორგი რევაზაშვილი იყო.

ამ გამარჯვებით „სოხუმი“ პლეი ოფში გამსვლელი გუნდების
ბრძოლაში ჩაება. შეგახსენებთს, რომ რეგულარული ჩემპიონატის შემდეგ საპრიზო ადგილებისთვის
ბრძოლას 8 საუკეთესო გუნდი აგრძელებს.

მომდევნო, პირველი წრის ბოლო ტური 21 და 22 დეკემბერს,
ბათუმსა და თბილისში გაიმართება.

ვაჟა კვარაცხელია
(სოხუმი):  მადლობა მეტოქეს
საინტერესო თამაშისთვის, ,,სამედიცინო“ არის ახალგაზრდა, ძალიან პერსპექტიული გუნდი,
ჰყავს კარგი მოთამაშეები და ვფიქრობ მომავალში დიდ წარმატებას მიაღწევენ.

კახა შენგელია
(სამედიცინო): მივულოცავ დამსაუხრებულ გამარჯვებას, სანამ შეგვეძლო
,,ბეჭიდავეთ“ სოხუმს, ვფიქრობ სანახაობრივი მატჩი შედგა. ჩვენ გვქონდა ბევრი შეცდომა
და ვეცდებით გამოვასწოროთ.

დავით დეკანოიძე
(სოხუმი): საინტერესო თამაში შედგა, ჩვენ მობილიზებულები ვიყავით
შეხვედრის მოსაგებად და სასიხარულოა რომ გავიმარჯვეთ.
სუპერლიგა მე-10 ტური
არმია – ბათუმი-რსუ  99:76
დინამო – შსს აკადემია 83:78
თსუ – ქუთაისი 69:83
სტუ – ოლიმპი 75:96