ქალთა ლიგის ბოლო ტური დღეს რუსთავში დაიწყება

ქალთა ლიგის ბოლო ტური დღეს რუსთავში დაიწყება

დასრულდა ქალთა ლიგის მე-3 ტური თელავში. ჩემპიონატის ბოლო ტური სტარტს დღეს რუსთავში აიღებს და კვირის ჩათვლით გაგრძელდება. ჯგუფში პირველ ადგილზე რუსთავის ,,ვეჯინია”, რომელსაც 9 მოგება აქვს და ჯერჯერობით დაუმარცხებელია, მეორე და მესამე ადგილს ქუთაისი და ახმეტა ინაწილებენ, ბოლო პოზიციაზე კი ზუგდიდის ,,კოლხი 2014”-ია. რუსთავის ტურის დასრულების შემდეგ გუნდები ასპარეზობას ნახევარფინალში გააგრძელებენ. ნახევარფინალური სერია 1 მოგებამდეა, წყვილებში გამარჯვებული გუნდები ფინალშ იასპარეზებენ, დამარცხებულები კი მე-3 ადგილს გაითამაშებენ.