სუპერლიგის
მეორე წრის მეხუთე ტურის მორიგ დაპირისპირებას იმერეთის დედაქალაქმა უმასპინძლა. ქუთაისში
ადგილობრივი ,,ქუთაისი 2010“ ბათუმს დაუხვდა.
მიუხედავად იმისა, რომ, აღნიშნულ
შეხვედრაში, ფავორიტად ქუთაისი მოიაზრებოდა, ცხრილის მერვეადგილოსანმა ბათუმმა, საგრძნობი წინააღმდეგობა გაუწია მეტოქეს და თამაშის
პირველი ნახევარი 10-ქულიანი უპირატესობით მოიგო. პირველ პერიოდში კობეშავიძის გუნდმა 26:19 იმარჯვა, მეორე მეოთხედში კი 18:14 მოიგო.
მატჩის მეორე ტაიმში მასპინძელი გუნდი გააქტიურდა.
მესამე პერიოდი 20:19 მოიგო, ბოლო, გადამწყვეტი
მეოთხედი ქუთათურებმა თავიანთ სასარგებლოდ დააფიქსირეს და საბოლოო მოგებაც გაიფორმეს-82:73.
მატჩის გამორჩეული
მოთამაშეები:
ქუთაისი- რიჩარდ მათიაშვილი 30 ქულა, 18 მოხსნა; ბუბა
კვიმსაძე 21 ქულა.
ბათუმი-ლაშა კეშელავა 29 ქულა, 9 მოხსნა.
მატჩისშემდგომი კომენტარები:
დავით უსტიაშვილი
(ქუთაისი): მატჩის საწყისი წუთები კარგად დავიწყეთ, თუმცა შემდეგ
რატომღაც მოვეშვით. ბათუმმა კი თამაშის ამ მონაკვეთში შესანიშნავად იასპარეზა, განსაკუთრებით
კი ლაშა კეშელავას გამოვყოფდი. მეორე ტაიმი ჩვენმა გუნდმა ბევრად უკეთ ჩაატარა, კარგად
გავისარჯეთ დაცვაში, რომელიც კალათბურთის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. თამაში 40
წუთი მიმდინარეობს, რომლის განმავლობაში არც ერთი წუთით უნდა მოდუნდე. ჩვენს გუნდს
დაცვაში აშკარად შეუძლია ასპარეზობა, თუმცა წინა და დღევანდელი ტურიდან გამომდინარე,
ეს შეხვედრის მეორე ნახევარში უფრო ჩანს. ვფიქრობ დაცვას თავიდანვე მეტი ყურადღება
უნდა დავუთმოთ.
მიხეილ კობეშავიძე
(ბათუმი): დასანანი მარცხი განვიცადეთ, ამ მოგებით ბათუმი პლეიოფში
გადიოდა. მეორე ტაიმში 4 მოთამაშით დავრჩით და ვერაფერი გავაწყე. მიუხედავად ამისა,
ფარ-ხმალს არ დავყრით და ბოლომდე ვიბრძოლებთ.
ქუთაისი – ბათუმი 82:73
რუსთავი – თსუ 86:68