ქუთაისმა მაკაბი არ დაინდო (მატჩისშემდგომი კომენტარები)

    სტატისტიკა
 გალერეა

ქუთაისში მიმდინარე სეზონის ყველაზე დიდი ანგარიში დაფიქსირდა.
იმერულმა გუნდმა “მაქაბის” უმასპინძლა და 48 ქულის სხვაობით – ანგარიშით
117:69 დაამარცხა. მიმდინარე სუპერლიგაში არც 117 ქულა ჩაუგდია რომელიმე გუნდს და არც
ასე დიდი სხვაობით უმარჯვია.

მალხაზ კოხრეიძის გაწვრთნილმა ქუთაისელებმა სუპერლიგში
დაბრუნებული “მაქაბი” არ დაინდეს. პირველი მეოთხედი მასპინძლებმა 23:9 მოიგეს,
დიდი შესვენებისთვის კი ქუთაისელები 31 ქულით ლიდერობდნენ. მატჩის ბედი პირველი ტაიმის
შემდეგ გარკვეული იყო, საინტერესო ისღა დარჩა, თუ რა სხვაობით იმარჯვებდნენ მასპინძლები.

ქუთაისელებს არ უჭირდათ ქულების მოპოვება, მწვრთნელიც
ხშირ როტაციას მიმართავდა და გუნდის ყველა წევრს მისცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა.
კალათბურთელებმაც გაუმართლეს – ერთბაშად 7-მა კალათბურთელმა გამოსახა თავისი მონაგარი
ორნიშნა რიცხვით, რომელთა შორისაც ყველაზე მეტი, 19 ქულა ავთანდილ ლომინაშვილმა მოაგროვა.

ყველაზე სარგებლიანი კი აკაკი დვალიშვილი გახლდათ, რომელმაც
18 ქულა და 21 მოხსნა მიითვალა. 18 ქულითადა 8 პასით დაასრულა შეხვედრა ქუთაისელთა
რუსთაველმა გამთამაშებელმა გოგა ცეკვავამ. მაქაბელთა შორის 2 კალათბურთელი გამოირჩა:
ლევან რევაზაშვილმა 30 ქულა დააგროვა, გიორგი ფერიაშვილმა კი – 22.

სუპერლიგის მე-3 ტურის დარჩენილი 2 შეხვედრა მომავალ
ორშაბათს, 4 ნოემბერს სპორტის სასახლეში გაიმართება.
მატჩისშემდგომი კომენტარები:

მედეა მხეიძე
(ქუთაისის მწვრთნელი): დიდი ანგარიშით გავიმარჯვეთ. შეხვედრამ საშუალება მოგვცა
12-ვე კალაბურთელს მიეღო თამაშში მონაწილება. სწრაფი და მოძრავი კალათბურთი ვაჩვენეთ.
ინდივიდუალური თამაში უფრო გამოგვივიდა ვიდრე გუნდური. ბიჭები თავიდანვე მობილიზებულნი
იყვნენ და ძალიან კარგად იასპარეზეს. რაც მთავარია მაყურებელმაც და მოთამაშებმაც სიამოვნება
მიიღეს თამაშით.

”მაქაბი” ახალგაზრდა გუნდია, რომელსაც გამოკვეთილი
ლიდერი არ ჰყავს და გუნდურად თამაშობს.  ამ
გუნდს საკუთარი თამაშის პოვნას და წარმატებას ვუსურვებ.

– ჩვენთვის ყველაფერი ახლა იწყება. წინ ურთულესი თამაშების
სერია გველის და იმედია წარმატებით დაწყებულ სეზონს წარმატებითვე გავაგრძელებთ.

 

ჯამლეტ ხუხაშვილი
(მაქაბის მთავარი მწვრთნელი): ვულოცავ ქუთაისის გუნდს დამსახურებულ
გამარჯვებას, თუმცა  ვფიქრობ ჩვენს შორის არ
არის ისეთი დიდი სხვაობა როგორიც დღეს ანგარიშზე აისახა. ქუთაისელებს ყველაფერი გამოუვიდათ,
ჩვენ კი ცარიელ ფარშიც ვერ ვაგდებდით ბურთს.  იღბალი დღეს ჩვენკენ არ იყო,  ქუთაისელებმა კი მაქსიმუმი გააკეთეს. განსაკუთრებით
გამოვარცევდი ლევან ცეკვავს კარგ თამაშს, რომელმაც ფრთები შეასხა საკუთარ გუნდს და
 საჭირო სამქულიანები ჩააგდო.  ჩვენს გუნდს აკლია გიორგი რევაზაშვილი, რომელსაც
ტრავმა აქვა  და მეორე წრემდე ვერ დაგვეხმარება.  ვფიქრობ, მისი დაბრუნების შემდეგ ჩვენი გუნდი აუცილებლად
გაძლიერდება და სულ სხვა თამაშს ვაჩვენებთ. გუნდები ვერ მოგვიგებენ ასე იოლად.  

 ჩვენი მიზანი
კი ყველას კარგად მოეხსენება, რომ ტანმაღალი მოთამაშეების გაზრდაა ლევან რევაზაშვილის,
გიორგი ფერიაშვილის და მაიზერ რევაზაშვილის სახით.