ქუთაისმა მორიგი გამარჯვება სოხუმთან იზეიმა; მატჩისშემდგომი კომენტარები

ქუთაისმა მორიგი გამარჯვება სოხუმთან იზეიმა; მატჩისშემდგომი კომენტარები

ქუთაისში დასრულდა სუპერლიგის მეორე წრის მე-7 ტურის
რიგით პირველი მატჩი, სადაც ადგილობრივმა ,,ქუთისმა“ შინ ,,სოხუმი“ მიიღო და მეტოქე
86:74 დაამარცხა.

ქუთაისელებმა თავიდანვე მოიპოვეს სოლიდური უპირატესობა და შეხვედრის
პირველ ნახევარში 44:31 დაწინაურდნენ. მესამე მეოთხედში ,,სოხუმი“ გაატიურდნენ  და სხვაობა 5 ქულამდე შეამცირა (51:56), თუმცა დასკვნით
მეოთხედში მეტოქესთან ვერარაფერი გააწყო.  მასპინძლებმა
მეოთხე პერიოდში მეტოქეს შანსი აღარ დაუტოვეს, ძირითადი დროის დასრულებამდე დაახლოებით
2 ადრე წუთით თავიაანთ სასარგებლოდ 81:66 დააფიქსირეს და მორიგი დამაჯერებელი მოგება
გაიფორმეს.  

 ,,ქუთაისს“
რიჩარდ მათიაშვილმა ულიდერა, რომელიც 23 ქულითა და 15 მოხსნით ორმაგი დუბლის ავტორი
გახდა, ხოლო ,,სოხუმის“ შემადგენლობაში ორმაგი დუბლით სერგო ათუაშვილი და ლევან ფაცაცია
გამოირჩნენ. ათუაშვილმა 20 ქულა და 16 მოხსნა მიითვალა, ხოლო ფაცაციას ანგარიშზე
15 ქულა და 12 მოხსნაა.
მატჩის დასრულების შემდეგ ,,ქუთაისისა”და ,,სოხუმისა”  მწვრთნელებს გავესაუბრეთ, რომლებაც შემდეგი კომენტარები გააკეთეს:

 დავით უსტიაშვილი
(ქუთაისის მწვრთნელი):  ძალიან ლამაზი და დაძაბული
თამაში გამოვიდა. ვიცოდით წომ წინ რთული მატჩი გველოდებოდა, რისთვისაც ყველანაირად
ვემზადებოდით. ,,სოხუმი“ ბრწყინვალე გუნდია და კარგი თამაში აჩვენა. მესამე პერიოდში
გვქონდა ჩავარდნა, გარკვეულ მომენტში სროლები არ წაგვივიდა, თუმცა მეოთხე პერიოდში
გამოვასწორეთ თამაში და დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვეთ. შედეგით კმაყოფილი ვარ
და უკვე ვემზადებით მომდევნო მატჩისთვის, რომელიც სამედიცინოსთან გველოდება.

რიმვიდას სამულენასი (სოხუმის მწვრთნელი):  ისეთი ბავშვური შეცდომები დავუშვით, რომლებიც მეტოქემ არ გვაპატია და თამაშზეც ძალიან ცუდად აისახა.
მესამე პერიოდში ჩინებულად გავისარჯეთ როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში და მატჩის შემოტრიალების
კარგი შანსიც მოგვეცა. სხვაობა ერთ მომენტში 2 ქულამდეც დავიყვანეთ, თუმცა დასკვნით
პერიოდში გადავიღალეთ და მეტოქეს სათანადო წინააღმდეგობა ვეღარ გავუწიეთ. რაც შეეხება
ბიჭების თამაშს, ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა სერგო ათუაშვილმა, ბრწყინვალედ ითამაშა
ახალგაზრდა გამთამაშებელმა რევაზ როგავამ, რომელსაც მართალია ბევრი ქულა არ დაუგროვებია,
მაგრამ სამაგიეროდ რთულ მომენტებში დაამშვიდა გუნდი და ჩემს მიერ მიცემულ დავალებებსაც
შესანიშნავად გაართვა თავი. არვიცი რატომ, მაგრამ ჩვეულ ფორმაში არ იყო  გუნდის ლიდერი ლაშა ფარღალავა, რომელსაც დღეს თავი
ისე არ გამოუჩენია როგორც სხვა თამაშებში. ვფიქრობ, მთლიანობაში ბიჭებმა კარგი
თამაში აჩვენეს, გუნდი ძალიან ეცადა მოგებას, თუმცა ამისთვის საკმარისი ძალები არ აღმოგვაჩნდა.