სუპერლიგის მეორე წრის ბოლო დასკვნითი ტურის პირველი
მატჩი დღეს ქუთაისში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა ,,ქუთაისმა“ ,,რსუ-ბათუმს“ უმასპინძლა
და მეტოქე იოლად, 86:67 დაამარცხა.
მატჩი თავიდანვე ქუთაისელთა სასარგებლოდ წარიმართა,
რომლებმაც მოპოვებული უპირატესობა მატჩის ბოლომდე შეინარჩუნეს და მეტოქეს სოლიდური
სხვაობით სძლიეს.
შეხვედრის პირველ
ტაიმში მასპინძლები წინ 10 ქულით გავიდნენ (46:36), მესამე მეოთხედში კი კიდევ უფრო
გააქტიურდნენ და ანგარიშში სხვაობაც გააორმაგეს – 68:48. დასკვნით მეოთხედში ბათუმელებმა
მასპინძლებთან ვერაფერი გააწყეს და მორიგი მარცხი განიცადეს.
,,ქუთაისის“
შემადგენლობაში ორმაგი დუბლი ერთბაშად ორმა მოთამაშემ მიითვალა. დავით ბარბაქაძემ 23 ქულა და 16 მოხსნა მიითვალა, ხოლო რევაზ დიდიას
ანგარიშზე 16 ქულა და 10 მოხნაა. ბათუმის გუნდს ყველაზე მეტი 22 ქულა ზურაბ მაისურაძემ
შესძინა, ორმაგი დუბლით კი თავი გიორგი რევაზაშვილმა
გამოიჩინა, რომელმაც 12 ქულა და 10 მოხსნა
დააგროვა.
მატჩის დასრულების შემდეგ ,,ბათუმისა” და ,,ქუთაისის” მწვრთნელებმა შემდეგი კომენტარები გააკეთეს.
დავით უსტიაშვილი
(ქუთაისის მწვრთნელი): მთელი შეხვედრის განმავლობაში წინ ვიყავით, თუმცა ,,ბათუმმაც“
კარგი თამაში აჩვენა და მთლიანობაში სანახაობრივი
მატჩი გამოვიდა. მოხარული ვარ, რომ ბიჭებმა მოინდომეს და რეგულარული სეზონი წარმატებით
დაასრულეს. ველოდებით ,,არმია“ -,,ოლიმპის“ მატჩს და სატურნირო ცხრილის საბოლოო მდგომარეობას. პლეიოფებისთვის მომზადებას კი უკვე ხვალიდან ვიწყებთ.
მიხეილ კობეშავიძე
(ბათუმის მწვრთნელი): გუნდში ტრავმირებული მოთამაშეები გვყავს და ნაკლული შემადგენლობით
ვითამაშეთ. ირაკლი მიქელაძე ავად იყო, რის გამოც მოედანზე მცირე დრო დაჰყო, ხოლო ლევან
ელიაძეს კვლვაც ფეხის ტრავმა აქვს. მეორე ტაიმის დაასწყისში 5 პერსონალური ფოლის გამო
გუნდის კაპიტანი ლაშა კეშელავაც გამოგვაკლდა და მეტოქეს სათანადო წინააღმდეგობა ვერ
გავუწიეთ. მომავალში ,,ბათუმი“ თუ შემადგენლობით არ გაძლიერდება გუნდი ფიზიკურად ვეღარ
იარსებებს.