ქუთაისმა რუსთავს მოუგო და მეორე ადგილი გაინაღდა

ქუთაისმა რუსთავს მოუგო და მეორე ადგილი გაინაღდა

სტატისტიკასუპერლიგის 24-ე ტური, რომელიც თბილისში 29 მარტს 2
მატჩით დაიწყო, დღეს ბათუმსა და ქუთაისი გამართული შეხვედრებით დასრულდა. იმერეთის
მთავარ ქალქში სათამაშოდ „რუსთავი“ ჩავიდა.

ეს გუნდები ცხრილში გვერდიგვერდ არიან: „ქუთაისი“ მეორეზე,
ხოლო ქვემოქართლური გუნდი – მესამეზე, თუმცა მათ შორის არსებული 4-ქულიანი სხვაობის
აღმოფხვრა დარჩენილ 5 ტურში თითქმის წარმოუდგენელი იყო. ქუთაისელებს მოგება ოფიციალურად
უნაღდებდა რეგულარულში მე-2 ადგილს და „რუსთავთან“ ნახევარფინალურ სერიაში მოედნის
უპირატესობას იღებდა. ასეც მოხდა – იმერულმა კლუბმა 87:77 დაამარცხა „რუსთავი“.

ქუთაისელები თავიდანვე დაწინაურდნენ და ლიდერობა მთელი
მატჩის განმავლობაში არ დაუთმიათ.  მეორე პერიოდის
შუაწელში ანგარიში გათანაბრდა (23:23), დანარჩენ დროს კი მასპინძლები ლიდერობდნენ.

„ქუთაისმა“ დიდი შესვენებისთვის 12-ქულიანი უპირატესობა
მოიპოვა, თუმცა მესამე მეოთხედი 15:25 დათმო და გადამწყვეტი პერიოდის წინ მასპინლების
ლიდერობიდან მხოლოდ 2 ქულა დარჩა. მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე რუსთაველებმა მინიმუმამდე
შეამცირეს – 72:73, თუმცა ეს იყო მაქსიმუმი. ბოლო წუთებე ქუთაისელებმა მეტი სიზუსტე
გამოიჩინეს და საბოლოოდ 10-ქულიანი გამარჯვება გაიფორმეს.

ქუთაისელებს 28 ქულითა და 6 პასით გიორგი ცინცაძემ ულიდერა.
17 ქულა დააგროვა გიორგი ბარბაქაძემ, ხოლო ბექა ბექაურმა შეხვედრა 16 ქულით დაასრულა.
„რუსთავში“ 16 ქულით ბომბარდირი გახდა მორის ბრიგსი, 14 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა
ტომი სპანოლომ. 
 
მატჩისშემდგომი კომენტარები
 კოტე ტუღუში
(ქუთაისის მთავარი მწვრთნელი): მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ დღეს
რუსთავთან. გასვლით მატჩში დავმარცხდით და ეს ერთგვარი რევანში იყო. ეს მოგება ორმაგად
გასახარია, რადგან თასზეც და პლეიოფშიც რუსთავი ჩვენი მოწინააღმდეგე იქნება.
 რამაზ გოგობერიშვილი
(რუსთავის მთავარი მწვრთნელი): დაძაბული მატჩი გამოდგა, თუმცა დასაწყისსა
და დასასრულს ვერ წარმოვაჩინეთ კარგად თავი დაცვაში. ამის გამო დავისაჯეთ კიდეც და
დავმარცხდით. 

ფოტოები: დიმიტრი კაციტაძე (ქუთაისი-2010 პრეს-სამსახური)