სტატისტიკა
გალერეა საინტერესოდ წარიმართა
სუპერლიგის მოქმედი ჩემპიონის – “შსს-აკადემიასა”
და “ქუთაისის” დაპირისპირება, რომელიც იმერული გუნდის 11-ქულიანიუპირატესობით
– 75:64 დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ აკადემიელებს წინა სეზონისგან განსხვავებით
მიმდინარე ჩემპიონატში ლეგიონრები არ ჰყავს, ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტ “ქუთაისს”
ღირსეული ბრძოლა გაუმართა.
ლეგიონერები არც
ქუთაისელებს ჰყავთ, თუმცა ამ გუნდში კალათბურთელთა ბირთვი რამდენიმე წელია ერთად თამაშობს
და ზოგადად, იმერული კლუბი ჯერჯერობით უკეთესად გამოიყურება. სტუმრებმა უკეთ დაიწყეს
და ლიდერობას დაეპატრონნენ. “შსს-აკადემიამ” იოლად არაფერი დათმო და მეტოქეს
შორს არ უშვებდა. პირველი მეოთხედი ქუთაისელებმა მხოლოდ 3 ქულის სხვაობით მოიგეს, ხოლო
დიდ შესვენებამდე უპირატესობა 7-მდე გაზარდეს – 38:31.
დრაგან პეტრიჩევიჩის
გუნდის სასახელოდ უნდა ითქვს, რომ მიუხედავად ჩამორჩნისა, მესამე პერიოდში შსს-ელებმა
დაწინაურება მოახერხეს. მერაბ ბოქოლიშვილის, დავით უგრეხელიძის, ბექა ჩიკვილაძისა და
ილია ლონდარიძის ქულებით მესამე პერიოდის მე-3
წუთზე აკადემიელები 41:40 გალიდერდნენ.
ქუთაისელებისთვის
ეს განგაშის ზარივით იყო. მალხაზ კოხრეიძის გუნდმა თამაშის ტაქტიკა შეცვალა – საიმედო
დაცვით მეტოქის სწრაფი შეტევები აღმოფხვრა, თავად კი შეტევაში იხეირა. ავთანდილ ლომინაშვილმა
და დავით ბარბაქაძემ აღნიშნულ მომენტში შედეგიანობა გამოავლინეს, რითაც “ქუთაისმა”
ლიდერობა დაიბრუნა და გადამწყვეტ მეოთხედს 4-ქულიანი ლიდერობით შეხვდა – 53:49.
ბოლო პერიოდში
იმერული კლუბის ლიდერობა 10 ქულის ფარგლებში მერყეობდა, თუმცა შსს უკანასკნელ შანსს
ებღაუჭებოდა და შეხვედრის დასრულებამდე 3 წუთით ადრე ჩამორჩენა ხუთამდე შეამცირა –
61:66. პეტრიჩევიჩის გუნდს პასუხი ზაურ ფაშაევმა სამქულიანით გასცა, რასაც გიორგი ბარბაქაძის
ორიანი და ქუთაისელთა 10 ქულით დაწინაურება მოჰყვა. ყველაფერიც აქ გაირკვა – იმერლებმა
მორიგი გამარჯვება იზეიმეს.
ქუთაისელთა შორის
22 ქულით საუკეთესო აკაკი დვალიშვილი გახლდათ. 16 დააგროვა დავით ბარბაქაძემ, ხოლო
11 – მისმა ძმა გიორგიმ. “შსს-აკადემიაში” 14-14 ქულა სამმა კალათბურთელმა
დააგროვა – ჩიკვილაძემ, ლონდარიძემ და ბოქოლიშვილმა.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
დრაგან პეტრიჩევიჩი(,,შსს
აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი): მივულოცავ
,,ქუთაისს’’ დამსახურებულ გამარჯვებას. როგორც წინასამტჩო პრესკონფერენციაზე აღვნიშნე,
შეცდომების რაოდენობამ გადაწყვიტა თამაშის ბედი. გადამწყვეტ მომენტში, როცა თამაში
უნდა შემოგვეტრიალებია, მაშინ დავუშვით შეცდომები
და ბევრი შანსი გავუშვით ხელიდან.
მედეა მხეიძე(,,ქუთაისის’’
მწვრთნელი): თამაშისგან მეტს
ველოდებით, თუმცა ბათუმში საკმაოდ სერიოზული თამაშის შემდეგ ბიჭებს არ ეყოთ დრო მთლიანად
მოეხდინათ ძალების აღდგენა. ძირითადი მოთამაშეები შედარებით სუსტად გამოიყურებოდნენ.
ეს არ იყო ის სწრაფი თამაში, რომელსაც ,,ქუთაისი’’ აჩვენებს ბოლო პერიოდში. მაგრამ
რაც მთავარია, გადამწყვეტ ბოლო ათწუთეულში კონცენტრირებულად ვითამაშეთ დაცვაში და გავიმარჯვეთ.
მერაბ ბოქოლიშვილი(,,შსს
აკადემია’’): პირველ რიგში, მივულოცავ ,,ქუთაისს’’. საკმაოდ დაძაბული და კარგი საყურებელი მატჩი გამოვიდა.
მე–3 მეოთხედის ბოლოს წინ უნდა გავსულიყავით, თუმცა შეცდომები დავუშვით, ბევრი ბურთი
დავკარგეთ, რაც კარგად გამოიყენა მოწინააღმდეგემ და ბოლო პერიოდში მათი გაქცევის აღმოფხვრა
ვეღარ მოვახერხეთ.