,,ქუთაისმა“ ,,შსს-ს“ სძლია

,,ქუთაისმა“ ,,შსს-ს“  სძლია

საინტერესოდ 
დაიწყო სუპერლიგის მეორე წრის მე-5 ტური ქუთაისსა და რუსთავში. ,,ქუთაისმა“
 ,,შსს-ს“ უმასპინძლა და 81:68 დაამარცხა, ხოლო
,,ენერჯისა“ და ,,თსუ-ს“  შეხვედრა უხვქულიანი
გამოდგა და სტუმრების გამარჯვებით 109:91 დასრულდა.

,,ქუთათურებმა“  პირველი ტაიმი ,,ძალოვნებს“ 10 ქულის სხვაობით
49:39 მოუგეს და ეს  უპირატესობა მატჩის ბოლომდე
შეინაჩუნეს. ქუთაისელებიდან 22 ქულით რევაზ დიდია გამოირჩა, სამმაგი დუბლი შეასრულა
ბუბა კვიმსაძემ(16ქ. 15მ.10პ.), ხოლო ,,შსს-ს“ მხრიდან 18 ქულით ბესიკ ლეჟავა გახდა
საუკეთესო. რაც შეეხება
რუსთავში გამართულ  შეხვედრას,  თსუ-ელებს 40 ქულითა და 10 მოხსნით ილია ლონდარიძემ
ულიდერა,  ასევე ორმაგი დუბლი შეასრულა მიხეილ
ბერიშვილმა(24ქ.17მ), ხოლო დამარცხებულთაგან  30 ქულით ლევან ხმელიძე გახლდათ საუკეთესო.

ტურის დარჩენილი
შეხვედრები შაბათს, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.