,,ქვემოქართლელთა” გამარჯვება (მატჩისშემდგომი კომენტარები)

,,ქვემოქართლელთა”  გამარჯვება (მატჩისშემდგომი კომენტარები)

  დედაქალაქის
გარეთ დღეს კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. რუსთავში ერთმანეთ ადგილობრივი  ,,რუსთავი“ და ,,სამედიცინო“
 დაუპირისპირდნენ.

მასპინძლებმა მატჩია
თავიანთ სასარგებლოდ  დაასრულეს და 79-57 მოგება გაიფორმეს.

  მიუხედავად
საბოლოო შედეგისა, პირველი პერიოდი ,,მედიკოსებმა“ 21:14 მოიგეს, მაგრამ უპირატესობის
შენარჩუნება ვერ შეძლეს და პირველი ტაიმი ერთი ქულით დათმეს. შეხვედრის მეორე ნახევარს
,,რუსთაველები“ უფრო მობილიზებულები შეხვდნენ. ჯერ 26-11, შემდეგ კი 25-19, დაამარცხეს
მეტოქე და  ახალ სეზონში პირველი გამარჯვება
იზეიმეს.

    ,,ქვემოქართლურ“ გუნდში ლეგიონერი ნეით ბოუი კვლავ
გამორჩეული გახლდათ – 20 ქულა,5 მოხსნა. ,,სამედიცინოს“ რიგებში კი ყველაზე მეტი გიორგი
რევაზაშვილის ანგარიშზეა – 11 ქულა.

მატჩისშემდგომი  კომენტარები:
მიხეილ ბერუაშვილი (რუსთავი): პირველ ტაიმში სათანადო მობილიზებბა ვერ მოვახერხერთ, თუმცა მეორე ნახევრიდან თამაში ჩვენი სოლიდური უპირატესობით წარიმართა და დამსახურებულად ვიმარჯვეთ და ამით კმაყოფილი ვარ. ბიჭებმა კარგად ითამაშეს და დავალებებს თავი კარგად გაართვეს,  თუმცა, რა თქმა უნდა,  ეს არ არის მაქსიმუმი და გუნდისგან  ბევრად უფრო დიდ შედეგს ველოდები.  ტრავმის გამო მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღეს ზურაბ მაჭავარიანმა და გაგა არაბულმა. ისინი გუნდს მომავალი კვირიდან შემოუერთდებიან. 
კახა შენგელია (თსსუ): მიუხედავდ მარცხისა, მიმაჩნია, რომ დღეს გუნდმა უკეთესად იასპარეზა ვიდრე პირველ ტურში ქუთაასთან.  შეხვედრის სამ მეოთხედში ვიბრძოდით, თუმცა საბოლოოდ სათანადო ძალები არ აღმოგვაჩნდა. რუსთავს წელს შესანიშნავი გუნდი ჰყავს და სასიხარულოა რომ გუნდი გარკვეული ჩავარდნილი პერიოდის შემდეგ სუპერლიგას გაძალიერებული შემადგენლობით დაუბრუნდა. ვულოცავ დღევანდელ გამარჯვებას  რუსთაველებს  და წარამტებას ვუსურვებ. რაც შეეხება ჩვენს გუნდს, სამუშაო,  რა თქმა უნდა, ბევრი გვაქვს, თუმცა ჯერ ყველაფერი წინაა და ვიმედოვნებ რომ თსსუ მატჩიდან მატჩამდე უკეთ შეთამაშდება და  უნივერსიტეტის გუნდებს შორის პირველ ადგილს დაიკავებს. ვფიქრობ, ეს მიზანი სავსებით მიღწევადია და და სასურველ შედეგს ვაჩვენებთ. 
სუპერლიგა 

I წრე, II ტური
ბათუმი – დინამო  53:69