Red Bull King of the Rock საქართველო ზედიზედ მესამედ ვახტანგ ქადარიამ მოიგო

Red Bull King of the Rock საქართველო ზედიზედ მესამედ ვახტანგ ქადარიამ მოიგო

გალერეა ზედიზედ მესამედ
Red Bull King of the Rock-ის
4-წლიან ქართულ ისტორიაში ჩემპიონი ვახტანგ ქადარია გახდა. გასულ სეზონში სუპერლიგის
კლუბ ,,ქუთაისში’’ მოთამაშე ცენტრმა ერთი ერთზე
კალათბურთში მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული ტურნირის საქართველოს ფინალი მოიგო.

მსოფლიოში ცნობილი
ავსტრიული კომპანია Red Bull-ის ამიერკავკასიის ოფისი 2012 წლიდან ყოველ ზაფხულ ატარებს
აღნიშნულ შეჯიბრებას. პირველი ტურნირის გამარჯვებული ვატო თევზაძე გახდა, რის შემდეგაც
„კლდის მეფის“ ტიტული ზედიზედ სამჯერ ქადარიამ მოიგო.

პირველი ტურნირის
მსგავსად, წლევანდელი გათამაშების ფინალიც თბილისში, მეტეხის ხიდზე გაიმართა. ღონისძების პარტნიორები არიან: სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, საქართველოს კალათბურთის ფედერაცია, საქართველოს ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“და
თბილისის მერია. 
აღვნიშნავთ,
რომ 2013 და 2014 წლებში ფინალურ შეჯიბრს ახალციხეში მდებარე რაბათის ციხემ უმასპინძლა.
ფინალურ ტურნირს წინ უძღოდა შესარჩევი ტურები ქუთაისსა და თბილისში, საიდანაც 54-მა
მონაწილემ მოიპოვა ფინალში ასპარეზობის უფლება. ამ რაოდენობას 10 ფავორიტი დაემატა,
რომლებიც ორგანიზატორებმა ტურნირზე ,,უაილდ ქარდით’’ დაუშვეს.

64 საუკეთესო
2 აგვისტოს მეტეხის ხიდზე შეიკრიბა და თბილისელებთან ერთად დედაქალაქის სტუმრებს ლამაზი
შოუ შესთავაზა. ნარიყალასა და მეტეხის ტაძარს შორის მოქცეულ მოედანს მაყურებელი არ
აკლდა. დედაქალაქის სტუმარი უცხოელები, განსაკუთრებით კი ისინი, ვისაც კალათბურთი უყვარს,
ხანგრძლივად ჩერდებოდნენ მეტეხის ხიდთან და ინტერესით ადევნებდნენ თვალს დაძაბულ ორთაბრძოლებს,
რომლებიც Red Bull King of the Rock საქართველოს რიგით მეოთხე გათამაშების ფინალს არ
აკლდა.

საქართველოს ჩემპიონის
გამოვლენასთან ერთად ტურნირის მიზანი იმ ფინალისტის გარკვევა იყო, რომელიც გამარჯვებულთან
ერთად Red Bull King of the Rock-ის მსოფლიო ფინალზე გაემგზავრებოდა. ტრადიციულად,
საქართველოდან მსოფლიო ფინალზე მხოლოდ გამარჯვებული მიდიოდა, თუმცა ვახტანგ ქადარიას
ბოლოდროინდელმა წარმატებებმა ქართველების კვოტა ორამდე გაზარდა.

წლეულს Red
Bull King of the Rock-ის მსოფლიო ფინალი სტამბოლში გაიმართება, სადაც ქადარიასთან
ერთად ირაკლი ჯანხოთელი გაემგზავრება. ამ ახალგაზრდა (20 წლის) კალათბურთელმა ბრძოლის
სამაგალითო უნარი გამოავლინა და ბევრად გამოცდილ მეტოქეებთან ბრძოლაში მოახერხა ფინალის
საგზურის მოპოვება. ჯანხოთელმა სტამბოლის საგზური ნახევარფინალში გიორგი ვახანიას ძლევით
მოიპოვა, ხოლო ფინალში მას ქადარიასთან შანსი არ ჰქონია. ერთი ერთზე კალათბურთში უპირატესობა
ტანმაღალ და ძალღონით სავსე მოთამაშეს ენიჭება. შედარებით ტანმორჩილმა მოთამაშემ რომ
იმარჯვოს, ძალიან სხარტი და ზუსტი სროლის მქონე უნდა იყოს, როგორიც ჯერჯერობით საქართველოს
Red Bull King of the Rock-ის ტურნირებში არ გამოჩენილა.

ფინალში გასულ
მოთამაშეებს სპორტული მედიცინის კლინიკისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრ ,,ასპრიასგან’’
სერვისით მომსახურების ვაუჩერები გადაეცათ. ასპრიამ 2-თვიანი აბონემენტით დააჯილდოვა
ასევე ნახევარფინალში დამარცხებული 2 მოთამაშეც – გიორგი ვახანია და ვიქტორ კოღუაშვილი.

ვახტანგ ქადარია
და ირაკლი ჯანხოთელი 29 აგვისტოს მსოფლიო ფინალზე კლდის მეფის ტიტულისთვის მსოფლიოს
25 ქვეყნის გამარჯვებულთან ერთად იბრძოლებენ.