რეზო ათანელიშვილი: ჩემპიონობა? რატომაც არა

სასოფლო სამეურნეო უნივერსიტეტის გუნდის ფარქვეშა დასაყრდენი ახალგაზრდა  რევაზ ათანელიშვილია, რომელიც სუპერლიგაში ერთ–ერთი ლიდერია ორმაგი დუბლების მოგროვებაში.

ისევე როგორც „სასოფლოს“ ყველა მოთამაშე, რეზოც ოპტიმისტურად უყურებს მიმდინარე სუპერლიგას.– რა ნაბიჯები გაირე სსსუ-ში მოსვლამდე?– 13 წლიდან ვთამაშობ კალათბურთს. 2 სეზონი სლოვენიის გუნდ “სლოვანშიც” ვითამაშე. 4 წელი ვიყავი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად და იქ თამაში B დივიზიონის ჩემპიონობით დავასრულე. ვთვლი , რომ გამოცდილება საკმაოდ მაქვს და ვეცდები მაქსიმალურად გამოვიყენო.– რას გვეტყვი „სასოფლოსა“ და მის მოთამაშეებზე?– ახალგაზრდა , მაგრამ საკმაოდ ძლიერი გუნდი ვართ . მივაღწიეთ იმას რომ კარგად შევთამაშდით. . . ბექა წივწივაძე ტრამვირებული იყო , მაგრამ ნელ-ნელა ფორმაში დგება. ყოველდღე ვვარჯიშობთ, მხოლოდ ორშაბათობით ვისვენებთ. ვეცდებით, ჩვენმა გუნდმა მიმდინარე სუპერლიგაში ღირსეული ადგილი დაიკავოს. მაქსიმუმი, რასაც ვისურვებდით, ჩემპიონობაა , მინიმუმი – ნახევარფინალში გასვლა.– როგორ აფასებ კონკურენტ გუნდებს?– “ენერჯი–ინვესტი”, “ავიამშენი” , “ნტდ–თბილსი” კონკურენტუნარიანი გუნდები არიან. მართალია, წინასწარი პროგნოზის გაკეთება არ ღირს, თუმცა, სხვა დანარჩენი გუნდების დამარცხება ვფიქრობ, არ უნდა გაგვიჭირდეს.– რას ისურვებდი სამომავლოდ პროფესიული წინსვლისთვის?– დიდი სურვილი მაქვს, საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად ვითამაშო ჯერ ევროპის, შემდეგ კი მსოფლიო ჩემპიონატზე. მოწოდებით მაქსიმალისტი ვარ და ვეცდები, გავაკეთო ყველაფერი, რაც შემიძლია. უკვე გავხდი ევროპის ჩემპიონი საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებთან ერთად და და სლოვენიის ჩემპიონი ახალგაზრდებში. ვისურვებდი, მსგავსი წარმატებებისთვის საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთადაც მიმეღწია.– შენი უახლოესი გეგმები…– ჯერ-ჯერობით ვთამაშობ და სეზონის ბოლომდე ვითამაშებ „სასოფლოში“. შემდეგ კი სასურველია საზღვარგარეთ წასვა. ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს . . .

                                                                                                                                                                                                   ანი მახარაშვილი