Video
ფიბა-ევროპის სამსაჯო და საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, რიჩარდ სტოკსმა, დღეს სასტუმრო “შერატონის” სააქტო დარბაზში ქართველი მსაჯებისთვის, კომისრებისთვის და მსაჯ-მდივნებისთვის სემინარი ჩაატარა.
სტოკსის სემინარს მსაჯთა კორპუსის 30-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. ფიბა-ევროპის მაღალჩინოსანის სემინარზე დასასწრებად ბაქოდან ჩამოვიდა აზერბაიჯანელი კომისარი ასიფ ბაგიშოვი.
სემინარმა საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა. სტოკსმა ქართელ და აზერბაიჯანელ მსაჯებს უამრავი საკამათო სიტუაცია უჩვენა, საიდანაც სწორი გადაწყვეტილება უნდა გამოეტანათ. მაგალითების ჩვენებასთან ერთად ფიბა-ევროპის წარმომადგენელმა დამსწრეებს მრავალი სასარგებლო რჩევა და დარიგება მისცა.
ბრიტანელმა საკალათბურთო სპეციალისტმა მატჩის მომსახურე ყველა რგოლის წარმომადგენელს – მსაჯებს, კომისრებს, მსაჯ-მდივნებს – დეტალურად აუსხნა მათი ფუნქციები თამაშის დროს. სტოქსმა ყურადღება იმ ძირითად ასპექტებზეც გაამახვილა, რომელთა შესრულება მატჩისმომსახურე პერსონალს მოეთხოვება და დამსწრეებს მატჩის თანმხლებ არაერთ ნიუანსებზეც ესაუბრა.
სემინარმა 3 საათამდე გასტანა, რომლის განმავლობაშიც დამსწრეებმა ევროპელი მსაჯების ხელმძღვანელისგან მეტად კომპეტენტური რჩევები და მატჩების მომსახურებისას გამოსადეგარი ინფორმაცია მიიღეს.
ხვალ, 28 მარტს, სასტუმრო “შერატონი” მწვრთნელთა სემინარს უმასპინძლებს, რომელიც დღევანდელივით, 17:00 საათიდან დაიწყება.