რუსთავი ქუთაისში დამარცხდა

რუსთავი ქუთაისში დამარცხდა

 სტატისტიკამე-10 ტურის მეორე შეხვედრა დღეს ქუთაისში გაიმართა.
ადგილობრივმა „ქუთაისი 2010“-მა „რუსთავს“ უმასპინძლა და 91:67 დაამარცხა. დაკარგული
ქულებით ეს გუნდები თანაბრად იყვნენ: ორივე მათგანს 2-2 წაგება ჰქონდა, შესაბამისად,
მოგებას ორივე მათგანისთვის პრინციპული მნიშვნელობა გააჩნდა.

მატჩი ქუთაისელთა უპირატესობით დაიწყო და პირველ პერიოდში
მასპინძლები 22:7 დაწინაურდნენ. საწყისი პერიოდის ბოლომდე რუსთაველებმა ჩამორჩენა
11 ქულმდე შეამცირეს, ხოლო მეორე ათწუთეულში უფრო შედეგიანად ათამაშდნენ და მეტოქეს
3 ქულით მიუახლოვდნენ – 31:34. ეს სხვაობა შემდეგ კიდევ არაერთხელ დაფიქსირდა, თუმცა უფრო ახლოს
ქვემოქართლელები მასპინძლებთან ვეღარ მივიდნენ.

დიდი შესვენებისთვის სხვაობა მასპინძელთა სასარგებლო
– 45:42 გახლდათ, თუმცა იმერულმა კლუბმა მატჩის სადავეები ისევ ხელთ იგდო და მესმე
პერიოდის 18:14 მოგებით ბოლო მეოთხედის წინ 7 ქულით გალიდერდა. გადამწყვეტ პერიოდში
ბრძოლა არ შედგა. მასპინძლებმა ათწუთეული 28:11 მოიგეს და საბოლოოდ
24 ქულით გაიმარჯვეს.

მასპინძელთაგან საუკეთესო შედეგი გიორგი ცინცაძემ დააფიქსირა,
რომელმაც 27 ქულა, 12 პასი და 6
მოხსნა მოაგროვა. 22 ქულითა და 8 მოხსნით გამოირჩა ბექა ბექაური, აკაკი
ლომოურის ანგარიშზე კი 14 ქულა დაგროვდა. რუსთაველთა გუნდში 10-ქულიანი ზღვარი მხოლოდ
ტომი სპანოლომ დაძლია, რომელმაც 16 ქულა მიითვალა.

სუპერლიგის მე-10 ტურის დარჩენილი 2 მატჩი ხვალ, 10 დეკემბერს,
თბილისის სპორტის ახალ სასახლეში გაიმართება. 
მატჩისშემდგომი კომენტარები
რამაზ გოგობერიშვილი (რუსთავის მთავარი მწვრთნელი): თავიდან კარგად დავიწყეთ, თუმცა მოგვიანებით თავი იჩინა შეცდომებმა და ამან განაპირობა ქულათა თანაფარდობა. ვულოცავ ქუთაისს გამარჯვებას, ჩვენ კი შევეცდებით გამოვასწოროთ შეცდომები. 
კოტე ტუღუში (ქუთაისის მთავარი მწვრთნელი): რუსთავი ძლიან კარგი გუნდია, ანგარიშში დიდი სხვაობა არაფერია, მე ვფიქრობ ეს გამოიწვია ჩვენი დასახული გეგმის ზუსტად შესრულებამ, მობილიზაცია მოვახდინეთ და დასახულ ამოცანას ზედმიწევნით ზუსტად გავართვით თავი. წინ ბევრი რთული თამაში გველოდება და იმედი მაქვს წარმატებით გავართმევთ თავს.