სტატისტიკასუპერლიგის მე-8 ტურის გადადებული მატჩი „რუსთავსა“
და „სოხუმს“ შორის, რომელიც2 დეკემბერს უნდა გამართულიყო, დღეს ჩატარდა. ქვემოქართლურმა
გუნდმა სოხუმელებს უმასპინძლა და ბოლო პერიოდში გამოჩენილი სიზუსტის ხარჯზე იმარჯვა
– 86:78.
მატჩი ძალიან თანაბარი იყო – განსაკუთრებით მისი საწყისი
3 პერიოდი. ბოლო მეოთხედამდე არც ერთი გუნდის ლიდერობა 5 ქულას არ ასცილებია. შეიძლება
ითქვას, რომ ქულა-ქულაში თამაში მიდიოდა, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ ლიდერი 9-ჯერ
შეიცვალა, ხოლო თანაბარი ანგარიში 11-ჯერ დაფიქსირდა.
პირველი პერიოდი სოხუმელებმა 23:22 მოიგეს, ხოლო მეორეში
უკვე მასპინძლებმა იმარჯვეს ქულით და დიდ შესვენებაზე თანაბარი ანგარიში დაფიქსირდა
– 46:46. ვერც მესამე პერიოდში მოიპოვა რომელიმე გუნდმა ხელჩასაჭიდი უპირატესობა და
როცა ბოლო ათწუთეული გაიწყო, მასპინძლებს მხოლოდ 2-ქულიანი ლიდერობა ჰქონდათ.
გადამწყვეტ მომენტში მასპინძლებმა იძალეს, რომლებმაც
შორი სროლებითა და კარგი დაცვით მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე 10-ქულიანი უპირატესობა
მოიპოვეს და საქმე გამარჯვებამდე მიიყვანეს.
რუსთაველთა შორის 24 ქულით ბომბარდირი გახდა ამერიკელი
ლეგიონერი ჩარლი ლი, რომელმაც ასევე 6 ჩაჭრა, 6 მოხსნა და 4 პასიც მიითვალა. 19 ქულით
გამოირჩა გიგი გოგობერიშვილი, ქეისი კასპერბაუერის ანგარიშზე კი 17 ქულა დაგროვდა.
„სოხუმში“ 23 ქულით დუეინ ლათანი, ხოლო 15 ქულით ოთარ ბულიავა გამოირჩნენ.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ნუგზარ ჭეიშვილი (სოხუმის მთავარი მწვრთნელი):
„დღეს იღბალი რუსთაველთა მხარეს იყო. სამწუხაროდ, არ
გაგვიმართლა“.
რამაზ გოგობერიშვილი (რუსთავის მთავარი მწვრთნელი):
„სოხუმი“ მებრძოლი გუნდია და ბოლო წუთებზე ისარგებლა
ჩვენი მოთამაშეების მოდუნებით და ვითარება დაძაბა. საბოლოოდ მაინც გავიმარჯვეთ, რასაც
ვუცავ ჩემს გუნდს და მის გულშემატკივრებს. წინ კიდევ უფრო რთული და საინტერსეო თამაშები
გველის“.