სტატისტიკა გალერეასუპერლიგის პირველი წრის დღევანდელი მატჩები დასრულდა.
„სოხუმმა“ „რუსთავს“ უმასპინძლა და ბოლო წუთებზე მოპოვებული უპირატესობის ხარჯზე 67:78
დაამარცხდა.
მატჩის ბედი ბოლო წუთებზე გაირკვა, მანამდე კი თანაბარი
ბრძოლა მიდიოდა. მატჩის უმეტეს დროს რუსთაველები იგებდნენ, თუმცა „სოხუმი“ ნიადაგ კვალში
ედგა ქვემოქართლელებს და ბოლო მეოთხედში ანგარიშიც გაათანაბრა – 62:62. შეხვედრის დასკვნით
წუთებში შედეგიანად ითამაშეს გიგი გოგობერიშვილმა, ტომი სპანოლომ, ჩარლი ლიმ და გუნდური
გარჯის წყალობით სტუმრებმა სუპერლიგაში პირველი გამარჯვება იზეიმეს.
ეს გუნდები ერთამენთს დუდუ დადიანის მემორიალზეც შეხვდნენ
ერთმანეთს – 5 ოქტომბერს გამართული შეხვედრა ოვერტაიმში გადაიზარდა და რუსთაველთა გამარჯვებით
დასრულდა. დღეს რუსთაველები უფრო მოტივირებულები იყვნენ, რომლებმაც ცენტრის პოზიციაზე
ცვლილება გააკეთეს და ამერიკელი ამირ უილიამსი „სოხუმის“ ყოფილი მოთამაშით – სერგო
ათუაშვილით ჩაანაცვლეს.
ათუაშვილი მატჩის მიწურულს მოედნიდან 5 პერსონალურის
გამო გავარდა, თუმცა მის ნაცვლად თამაშში ჩართულმა დავით გუგავამ საკმაოდ დამაჯერებლად
გაართვა დაკისრებულ მოვალეობას თავი და ფარქვეშ რუსთაველებს დანაკლისი არ აგრძნობინა.
ქვემოქართლელებს 16 ქულით, 11 მოხსნითა და 6 პასით ამერიკელმა
ტომი სპანოლომ ულიდერა. 15 ქულა დააგროვა რევაზ ჩაჩანიძემ, 13-13 ქულა კი ჩარლი ლიმ
და გიგი გოგობერიშვილმა მიითვალეს. სოხუმელთაგან საუკეთესო იყო დავით ბარბაქაძე, რომელმაც
11-დან 8 სამქულიანი ჩააგდო და 24 ქულა მიითვალა.გიორგი ჯგერენაიას ანგარიშზე 9 ქულა
და 10 მოხსნა დაგროვდა.
სუპერლიგის პირველი ტურის დარჩენილი 2 მატჩი 17 და
18 ოქტომბერს, სპორტის ახალ სასახლეში გაიმართება. ორშაბათს ერთმანეთს „კაკტუსი“ და
„ქუთაისი“ დაუპირისპირდებიან, ხოლო სამშაბათს „დინამო“ „ოლიმპს“ შეხვდება.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ნუგზარ ჭეიშვილი
(„სოხუმის“ მთავარი მწვრთნელი): სუპერლიგის სეზონი დღეს დაიწყო და
ჩემპიონატის პირველი თამაში ჩავატარეთ. ჯერ
ახლა დაიწყო ჩემპიონატი, ახალი შეკრებილი გუნდი ვართ. ბევრი მუშაობა გვჭირდება. ბუნებრივია,
შეთამაშებულებიც არ ვართ ჯერ. გიორგი ჯგერენაია ახალი
დამატებული გვყავს, ასევე დავით ბარბაქაძეც. ლუკა ზაქრაძე ტრავმირებულია და ჯერჯერობით ვერ ვტვირთავთ.
სულ მალე ახალი ლეგიონერი, ფილიპ მილერი შემოგვიერთდება, შევთამაშდებით
და სათანადო ფორმაში ჩავდგებით. „სოხუმის“
გულშემატკივარს კარგ თამაშს ვპირდებით.
რამაზ გოგობერიშვილი
(„რუსთავის“ მთავარი მწვრთნელი): „სოხუმი“ არ
არის ისეთი გუნდი მოდუნების საშუალება რომ მოგცეს. თამაშის მსვლელობისაც მეტოქემ ბევრჯერ აღმოფხვრა ანგარიშში სხვაობა. მეორე ტაიმში მაქსიმალურად მოვბილიზდით დაცვაში და ამის ხარჯზე
გავიმარჯვეთ. რა თქმა უნდა, ბევრი ხარვეზი გვქონდა, რომელსაც მომავალში აუცილებლად
გამოვასწორებთ.
ფოტო: მირიან ჩხეიძე (ს/კ “რუსთავის პრეს-სამსახური)