საქართველოს კალათბურთის ფედერაციის განცხადება

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის განცხადება

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია, ფედერაციის გამგეობის
14 აგვისტოს განცხადებაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ევროპის ჩემპიონატის დასრულების
შემდეგ საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნებს განრიგს საკალათბურთო სამყაროს სხვადასხვა
ჯგუფებთან შეხვედრების გამართვის შესახებ.

ერთ-ერთი პირველი შეხვედრა გაიმართება იმ ჯგუფთან, რომელმაც
გუშინ, 20 აგვისტოს კალათბურთის ფედერაციის მისამართით გარკვეული განცხადებები გაავრცელა.
ამ შეხვედრებზე იქნება ამომწურავი საუბარი ყველა იმ საჭირბოროტო საკითხზე, რომელიც
დღესდღეობით დღის წესრიგში დგას.