საქართველოს ვეტერანებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვეს

საქართველოს ვეტერანებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვეს

საქართველოს ვეტერანთა ნაკრებმა ამერიკაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. სადებიუტო მატჩში ქართველმა კალათბურთელებმა ვენესუელას ნაკრები გაანადგურეს – 90:58.
საქართველოს ნაკრებში 22 ქულით ბომბარდირი გია სანაძე გახდა. 15-15 ქულა დააგროვეს პაატა გურასპაულმა და ზაზა ღონღაძემ, ხოლო დავით გიორგობიანის ანგარიშზე 12 ქულა დაგროვდა. 10-10 ქულა ნიკოლოზ ჩერქეზიშვილმა და ლევან წულაიამ მიითვალეს, ალექსანდრე ფერიაშვილმა კი უფრო დაცვაში გამოიჩინა თავი – მის ანგარიშზე 10 (!) დაფარება და 6 ქულა დაგროვდა.
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს სამხრეთ ამერიკის კიდევ ერთ წარმომადგენელ ჩილესთან გამართავს.